... (H-741), XIX ს.

893. რა წამეკიდა ყველაი: წვრილად გიამბო ენითა: მერმეღა გაბრჭევ მართალი: მაგა გულითა ბრძენითა: შენ მოგელოდი მიმჭირდა: მოლოდინითა შენითა: ქვაბს ვეღარ გავსძელ მინდორად: მოვლა მამინდა ცხენითა:

894. ამა ქედსა გარდავადეგ: იგი შამბნი მამეარნეს: ერთი ლომი ერთი ვეფხი: შეკრბეს ერთად შეიყარნეს: გვანდეს რათმე მოყვარულთა: მათი ნახვა გამეხარნეს: მათ რა უყვეს ერთმანერთსა: გამიკვირდეს შემეზარნეს:

895. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი: მოვიდეს ერთგან რებულნი: სახედ ვამსგავსე მიჯნურთა: ცეცხლნი დამევსნეს დებულნი: შეიყარნეს და შეიბნეს: იბრძოდეს გამწარებულნი: ლომი სდევს ვეფხი მიურბის: იყვნეს არ ჩემგან ქებულნი:

896. პირველ ამოდ ილაღობეს: მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა: ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს: გამორიდა ვეფხმან გული: დედათამცა გამორიდნეს: ლომი მედგრად გაეკიდა: იგი ვერვინ დაამშვიდნეს:

897. ლომსა დაუგმე ნაქმარი: ვარქვი არა ხარ ცნობასა: შენ საყვარელსა რად აწყენ: ფუ მაგა მამაცობასა: ხრმალ ამოწვდილი გაუხე: მივეც ლახვართა სობასა: თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ: დავხსენ სოფლისა თმობასა:

898. ხრმალი გავსტყორცე გარდვიჭერ: ვეფხი შევიპყარ ჴელითა: მის გამო კოცნა მამინდა: ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა: მიღრინვიდა და მაწყენდა: ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა: ვეღარ გაუძელ იგიცა: მოვკალ გულითა ხელითა:

899. რაზომსაცა ვამშვიდებდი: ვეფხი ვერა დავამშვიდე: გავგულისდი მოვიქნივე: ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე: მამეგონა ოდეს ჩემსა: საყვარელსა წავეკიდე: სული სრულად არ ამომხდა: რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე:

900. აჰა ძმაო მითხრობია: ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს: სულთა დგმაცა არა მართებს: ასრე გასლვა რას გიკვირდეს: სიცოცხლესა გავეყარე: სიკვდილიცა დამიძვირდეს: ესე სიტყვა დაასრულა: ყმამან სულთქნა აცატირდეს:

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა:

901. ავთანდილცა მასთანავე: სტიროდა და ცრემლსა ღვრიდა: უთხრა დასთმე ნუ მოჰკვდები: გულსა სრულად ნუ დასჭრი და: ღ~თი მაგას მოწყალეობს: თუმცა ჭირმან არ გაგრიდა: თუმც უნდოდით გასაყრელად: პირველ ერთად არ შეგყრიდა:

902. ჰსდევს მიჯნურსა ფათერაკი: საწუთროსა დაანაღვლებს: მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს: ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს: მიჯნურობა საჭიროა: მით სიკვდილსა მიგაახლებს: გასწავლულსა გააშმაგებს: უსწავლელსა გაასწავლებს:

903. იტირეს და გაემართნეს: ქვაბისაკენ თავნი არნეს: რა ასმათმან დაინახა: გაღანამცა გაეხარნეს: მოეგება მოტიროდა: ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს: აკოცეს და აცატირდეს: კვლავ ცნობანი ააჩქარნეს:

904. ასმათ ჰსთქვა ღ~თო რომელი: არ ითქმი კაცთა ენითა: შენ ხარ სავსება ყოველთა: აღგვავსებ მზეებრ ფენითა: გაქო ვით გაქო რა გაქო: არ საქებელო სმენითა: დიდება შენდა არ მამკალ: ამათთვის ცრემლთა დენითა:

905. ტარიელ იტყვის ჰე დაო: მით ცრემლი აქა მდენია: საწურთო ნაცულად გვატირებს: რაც ოდენ გაგვიცინია: ძველი წესია სოფლისა: არ ახლად მოსასმინია: ვაი შენი ბრალი დავ თვარე: სიკვდილი ჩემი ლხინია:

906. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის: კაცი უშმაგო ცნობილი: მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს: რად ვარ ცრემლითა ლტობილი: უწყლობა ჰკლავს წყალი სდის: არ ოდეს არ გაჴმობილი: ვაი წახდა ვარდი პობილი: ვაი მარგალიტი წყობილი:

907. ავთანდილსაც მოეგონა: მისი მზე და საყუარელი: იტყვის ჩემო ვით ვეგები: მე უშენოდ სულთა მდგმელი: შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის: სიცოცხლია სანანელი: გითხრამცა ვით რა მჭირს: რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი:

908. ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მოშორდეს არ დავჭკნეო: ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების: რა ჩასვენდეს გორსა მზეო: გულო გიჯობს გაუმაგრდე: თავი სრულად გააკლდეო: ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი: სულთა სრულად ნუ დალეო:

909. სული დაიღეს დადუმდეს: ორთავე ცეცხლი სდებოდა: ასმათი შეჰყვა შევიდა: მათებრვე ცეცხლი გზნებოდა: დაუგო ტყავი ვეფხისა: რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა: ორნივე დასხდეს უბნობდეს: რაცა მათ იამებოდა:

910. მწვადი შეწვეს შეიქმნა: პურობა მსგავსი ჟამისა: მუნ უპურობა პურობა: არს სიდიადე ჯამისა: მას შეეხვეწნეს ჭამეო: ძალი არ ჰქონდა ჭამისა: დასცოხნის ლუკმა გასტყორცის: წონა ძლივ ჩანთქის დრამისა:

911. ამოა რომე კაცი კაცს: ამოსა ეუბნებოდეს: მან გაუგონოს რაცა თქვას: არ ცუდად წაუხდებოდეს: ცოტად ეგრეცა დაგვავსებს: ცეცხლი რაზომცა სდებოდეს: დიდი ლხინია ჭირთა თქმა: თუ კაცსა მოუჴდებოდეს: