... (H-741), XIX ს.

874. კვლავ ეუბნების ავთანდილ: სიტყვითა მრავალ ფერითა: ეტყვის რამ მოჰკვდე გერგების: სიტყვითა რა ოხერითა: ნუ იქ არა სჯობს საქმითა: ნუ ხარ თავისა მტერითა: ვერ წაიყვანა ვერა ჰქმნა: სიტყვითა ვერა ვერითა:

875. მერმე უთხრა აჰა რადგან: არ მომისმენ არას არა: არას გაწყენს ენა ჩემი: აქამდისცა ცუდად მცდარა: თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე: ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა: ერთსა რასმე გიაჯები: მიყავ ცრემლი ამდუღარა:

876. სადა ჰინდონი ბროლ ვარდსა: სარვენ გიშრისა სარითა: მას მოვეშორვე წამოვე: სიჩქარით არ სიწყნარითა: ვერ დამიჭირა მეფემან: მშობლურად საუბარითა: შენ არ შემიყრი გამიყრი: აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა:

877. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა: ერთი მიყავ საწადელი: ერთხელ შეჯე ცხენოსანი: გნახო ჩემი სულთა მდგმელი: ნუთუ მაშინ მოვიქარვო: სევდა ესე აწინდელი: მე წავალ და შენ დაგაგდებ: იქნას შენი საწადელი:

878. ეხვეწებოდა შეჯეო: აჯას ხვეწნითა არვებდა: იცოდა რომე შეჯდომა: კაეშანს მოაქარვებდა: ლერწმისა სარსა დასდრეკდა: გიშერსა დააკარვებდა: დაიმორჩილა იამა: არ ივაგლახა არ ვებდა:

879. ცხადად უთხრა შევჯდებიო: მამიყვანე ცხენი წინა: მან მოგვარა წყნარად შესვა: არ სიჩქარით ააქშინა: მინდორთაკენ წაიყუანა: ტანი მჭევრი აძრვევინა: ხანი წავლეს სიარულმან: მოჯობება დააჩნინა:

880. შეაქცევს და ეუბნების: საუბართა შვენიერთა: მისთვის ჰსძვრიდა სასაუბროდ: მათ ბაგეთა ძოწის ფერთა: მისი სმენა გააყმობდა: მსმენელისა ყურთა ბერთა: მოიშორვა კაეშანი: დათმობავე შეაერთა:

881. რა შეატყვა მოჯობება: მუნ სევდისა მუფარახმან: გაანათლა პირი ვარდი: სიხარულმან დაუსახმან: ცნობიერთა დასტაქარმან: უცნობოთა ოხრა ახმან: ცნობიერი სიტყვა უთხრა: უცნობოსა რასმე მძრახმან:

882. შერასმეჰყუეს საუბარსა: სიტყუა ჰკადრა არ მალული: ერთსა რასმე მოგახსენებ: გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული: შენ გაჩნია მისგან წყლული: რაგვარ გიყვარს როგორ გიღირს: თქვი დავიღო მერმე სული:

883. მან უთხრა სახე რა გითხრა: მის უსახოსა სახისა: ესეა ჩემი სიცოცხლე: ჩემი მამცემი ახისა: მჯობი ყოვლისა სოფლისა: წყლისა მიწისა და ხისა: არ სასმენლისა მოსმენა: არს უმჟავესი წმახისა:

884. ავთანდილ უთხრა ვლმოდი: მართ მაგისავე თქმევასა: აწ რადგან გითქვამს პასუხსა: გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: სჯობს ასმათისა არ ლევა: მაგა სამჴრისა ლევასა: ამად არ გიქებ საქმისა: უარესისა რჩევასა:

885. სამხრე გაბია ოქროსა: ოქრომჭედლისა დნობილი: უასაკო და უსულო: არ სიტყვიერი ცნობილი: აღარად გინდა ასმათი: ნახე მართალი ბრჭობილი: პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი: და მერმე შენი დობილი:

886. თქვენს შუა მქმნელი საქმისა: შენგან ნახმობი დობისა: თქვენი შემყრელი მსახური: შენგან ღირს ქნილი ცნობისა: მისი გამზრდელი გაზრდილი: მისთვის მიხდილი ცნობისა: გლახ დაგიგდია არ ნახავ: შაბაშ მართლისა ბრჭობისა:

887. მან უბრძანა რაცა გითქუამს: უმართლე ხარ მეტის მეტად: საბრალოა ასმათ მისად: მგონებლად და ჩემად მჭვრეტად: მე სიცოცხლე არ მეგონა: შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად: რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ: თუცავე ვარ ჯერცა რეტად:

888. დამორჩილდა გაემართნეს: ავთანდილ და ამილბარი: ვერ მიგია ქება მათი: ვერა ქება საქებარი: კბილნი ვითა მარგალიტი: ბაგე ვარდი ნაპობარი: გველსა ხვრელით ამოიყვანს: ენა ტკბილად მოუბარი:

889. ამას ეტყვის შენთვის დავდებ: გონებასა სულსა გულსა: მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ: ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა: არას გარგებს სწავლულობა: თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ რას ხელსა ხდი: საუნჯესა დაფარულსა:

890. არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე რა გერგების: არ თუ იცი უგანგებოდ: არათ კაცი არ მოკვდების: მზისა შუქთა მომლოდინე: ვარდი სამ დღე არ დაჭკნების: ბედი ცდაა გამარჯვება: ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების:

891. მოახსენა ეგე სწავლა: ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს: გონიერსა მწურთელი უყვარს: უგუნურსა გულსა გმირდეს: მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო: მეტის მეტი რა მიმჭირდეს: შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი: არ მამართლო არ მიკვირდეს:

892. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე: უგავს ამად აენთების: მაგრა წყალსა არსით ახლავს: თუ ჩავარდეს დაცაშრტების: რაცა ვისრა საქმე თვით სჭირს: სხვათათვისცა ეკარგების: თავიდაღმა რად არ იცი: გული ჩემი რაგვარ დნების:

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დახოცვისა: