... (H-403), 1818 წ.

874. რადგან ვარდი ამას იტყვის: უსულო და უასაკო჻ მაშა ლხინსა ვინ მოიმკის: პირველ ჭირთა უმუშაკო჻ უბოროტო ვის ასმია: რაცა კარგი საეშმაკო჻ რად ემდურვი საწუთროსა: რა უქნია უარაკო჻

875. ისმინე ჩემი თხრობილი: შეჯე წავიდეთ ნებასა჻ ნუ მიყოლიხარ თავისა: თათბირსა გაგონებასა჻ რაცა არ გწადდეს იგი ქენ: ნუ სდევ წადილთა ნებასა჻ ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი: რად მეჭუ რასაცა თნებასა჻

876. მან უთხრა ძმაო რა გითხრა: ძვრადცა არ ძალმიც ენისა჻ ძალი არა მაქვს ხელქმნილსა: შენთა სიტყვათა სმენისა჻ რად ადვილად გიჩნს მოთმენა: ჩემთა სასჯელთა თმენისა჻ აწ მივსწურვილვარ სიკუდილსა: დრო მომეახლა ლხენისა჻

877. ამას მოკუდავი ვილოცავ: აროდეს ვითხოვ არ ენით჻ აქა გაყრილნი მიჯნურნი: მუნამცა შევიყარენით჻ მუნ ერთმანერთი კულავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით჻ მოი მოყვრეთა დამმარხეთ: მიწანი მომაყარენით჻

878. საყვარელმან საყვარელი: ვით არ ნახოს ვით გაწიროს჻ მისკენ მივალ მხიარული: მერმე იგი ჩემ კერძ იროს჻ მივეგებვი მამეგებოს: ამიტირდეს ამატიროს჻ ჰკითხე ასთა ქენ გულისა: რა გინდ რა ვინ გივაზიროს჻

879. მართ გარდაწყვეტით იცოდი: გეტყვი მართალსა პირასა჻ სიკვდილი მახლავს დამეჴსენ: ხანსაღა დავყოფ მცირასა჻ არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ: რა დავრჩე ჴელსა მჴდი რასა჻ დამშლიან ჩემი კავშირნი: შევრთვიან სულთა სირასა჻

880. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის: არცა მცალს სმენად მაგისად჻ სიკვდილი მახლავს ჴელქნილსა: სიცოცხლე არის წამისად჻ აწ გამიარმდა სიცოცხლე: მეტად ყოვლისა ჟამისად჻ მუნ მეცა მივალ ცრემლისა: მიწად სად გამდის ღამი სად჻

881. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი: ჴელი ვითა იქს ბრძნობასა჻ ეგ საუბარი მაშინ ჰჴამს: თუცაღა ვიყო ცნობასა჻ ვარდი ვერ არის უმზეოდ: იყოს დაიწყებს ჭკნობასა჻ მაწყენ დამეხსენ არა მცალს: არცაღა ვახლავ თმობასა჻

882. კულავ ეუბნების ავთანდილ: სიტყჳთა მრავალ ფერითა჻ ეტყვის რამ მოვკუდე გერგების: სიტყჳთა რა ოჴერითა჻ ნუ იქ არა სჯობს საქმითა: ნუ ხარ თავისა მტერითა჻ ვერ წაიყვანა ვერა ქნა: სიტყვითა ვერა ვერითა჻

883. მერმე უთხრა აჰა რადგან: არ მომისმენ არას არა჻ არას გაწყენს ენა ჩემი: აქამდისცა ცუდად მცდარა჻ თუ სიკუდილი გიჯობს მოკვე: ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა჻ ერთსა რასმე გიაჯები: მიყავ ცრემლი ამდუღარა჻

884. სადა ინდონი ბროლ ვარდსა: სარვენ გიშრისა სარითა჻ მას მოვეშორვე წამოვე: სიჩქარით არ სიწყნარითა჻ ვერ დამიჭირა მეფემან: მშობლურად საუბარითა჻ შენ არ შემიყრი გამიყრი: აწ ჩემი ლხინი ვჰთქუა რითა჻

885. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა: ერთი მიყავ საწადელი჻ ერთხელ შეჯე ცხენოსანი: გნახო ჩემი სულთა მდგმელი჻ ნუთუ მაშინ მოვიქარვო: სევდა ესე აწინდელი჻ მე წავალ და შენ დაგაგდებ: იქნას შენი საწადელი჻

886. ეხვეწებოდა შეჯეო: აჯას ხვეწნითა არვებდა჻ იცოდა რომე შეჯდომა: კაეშანს მოაქარვებდა჻ ლერწმისა სარსა დასდრეკდა: გიშერსა დააკარვებდა჻ დაიმორჩილა იამა: არ ივაგლახა არ ვებდა჻

887. ცხადად უთხრა შევჯდებიო: მამიყვანე ცხენი წინა჻ მან მოგუარა წყნარად შესვა: არ სიჩქარით ააქშინა჻ მინდორთაკენ წაიყვანა: ტანი მჭევრი აძრვევინა჻ ხანი წავლეს სიარულმან: მოჯობება დააჩნინა჻

888. შეაქცევს და ეუბნების: საუბართა შვენიერთა჻ მისთვის ძვრიდა სასაუბროდ: მათ ბაგეთა ძოწის ფერთა჻ მისი სმენა გააყმობდა: მსმენელისა ყურთა ბერთა჻ მოიშორვა კაეშანი: დათმობავე შეაერთა჻

889. რა შეატყვა მოჯობება: მუნ სევდისა მუფარახმან჻ გაანათლა პირი ვარდი: სიხარულმან დაუსახმან჻ ცნობიერთა დასტაქარმან: უცნობოთა ოხრა ახმან჻ ცნობიერი სიტყუა უთხრა: უცნობოსა რასმე მძრახმან჻

890. შერასმეჰყუეს საუბარსა: სიტყუა ჰკადრა არ მალული჻ ერთსა რასმე მოგახსენებ: გამიცხადე დაფარული჻ ეგე სამხრე მისეული: შენ გაჩნია მისგან წყლული჻ რაგვარ გიყუარს როგორ გიღირს: თქჳ დავიღო მერმე სული჻

891. მან უთხრა სახე რა გითხრა: მის უსახოსა სახისა჻ ესეა ჩემი სიცოცხლე: ჩემი მამცემი ახისა჻ მჯობი ყოვლისა სოფლისა: წყლისა მიწისა და ხისა჻ არ სასმენლისა მოსმენა: არს უმჟავესი წმახისა჻

892. ავთანდილ უთხრა ვლამოდი: მართ მაგისავე თქმევასა჻ აწ რადგან გითქვამს პასუხსა: გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა჻ სჯობს ასმათისა არ ლევა: მაგა სამჴრისა ლევასა჻ ამად არ გიქებ საქმისა: უარესისა ჰრჩევასა჻

893. სამჴრე გაბია ოქროსა: ოქრომჭედლისა დნობილი჻ უასაკო და უსულო: არ სიტყჳერი ცნობილი჻ აღარად გინდა ასმათი: ნახე მართალი ბრჭობილი჻ პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი: და მერმე შენი დობილი჻