... (H-403), 1818 წ.

894. თქვენს შუა მქმნელი საქმისა: შენგან ნახმობი დობისა჻ თქვენი შემყრელი მსახური: შენგან ღირს ქნილი ცნობისა჻ მისი გამზრდელი გაზრდილი: მისთვის მიჴდილი ცნობისა჻ გლახ დაგიგდია არ ნახავ: შაბაშ მართლისა ბრჭობისა჻

895. მან უბრძანა რაცა გითქუამს: უმართლე ხარ მეტის მეტად჻ საბრალოა ასმათ მისად: მგონებლად და ჩემად მჭვრეტად჻ მე სიცოცხლე არ მეგონა: შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად჻ რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ: თუცავე ვარ ჯერცა რეტად჻

896. დამორჩილდა გაემართნეს: ავთანდილ და ამილბარი჻ ვერ მიგია ქება მათი: ვერა ქება საქებარი჻ კბილნი ვითა მარგალიტი: ბაგე ვარდი ნაპობარი჻ გველსა ჴვრელით ამოიყვანს: ენა ტკბილად მოუბარი჻

897. ამას ეტყვის შენთვის დავდებ: გონებასა სულსა გულსა჻ მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ: ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა჻ არას გარგებს სწავლულობა: თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა჻ არ იჴმარებ რას ჴელსა ჰჴდი: საუნჯესა დაფარულსა჻

898. არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე რა გერგების჻ არ თუ იცი უგანგებოდ: არათ კაცი არ მოკვდების჻ მზისა შუქთა მომლოდინე: ვარდი სამ დღე არ დაჭნების჻ ბედი ცდაა გამარჯვება: ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების჻

899. მოახსენა ეგე სწავლა: ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს჻ გონიერსა მწურთელი უყუარს: უგუნურსა გულსა გმირდეს჻ მაგრა რა ვჰქნა რაგვარ გავსძლო: მეტის მეტი რა მიმჭირდეს჻ შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი: არ მამართლო არ მიკჳრდეს჻

900. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე: უგავს ამად აენთების჻ მაგრა წყალსა არსით ახლავს: თუ ჩავარდეს დაცაშრტების჻ რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს: სხვათათვისცა ეკარგების჻ თავიდაღმა რად არ იცი: გული ჩემი რაგვარ დნების჻

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცვისა჻

901. რა წამეკიდა ყუელაი: წურილად გიამბო ენითა჻ მერმეღა გაბრჭევ მართალი: მაგა გულითა ბრძენითა჻ შენ მოგელოდი მიმჭირდა: მოლოდინითა შენითა჻ ქუაბს ვეღარ გავსძელ მინდორად: მოვლა მამინდა ცხენითა჻

902. ამა ქედსა გარდავადეგ: იგი შამბნი მამეარნეს჻ ერთი ლომი ერთი ვეფხი: შეკრბეს ერთად შეიყარნეს჻ ჰგვანდეს რათმე მოყუარულთა: მათი ნახვა გამეხარნეს჻ მათ რა უყუეს ერთმანერთსა: გამიკვირდეს შემეზარნეს჻

903. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი: მოვიდეს ერთგან რებულნი჻ სახედ ვამზგავსე მიჯნურთა: ცეცხლნი დამევსნეს დებულნი჻ შეიყარნეს და შეიბნეს: იბრძოდეს გამწარებულნი჻ ლომი სდევს ვეფხი მიურბის: იყუნეს არ ჩემგან ქებულნი჻

904. პირველ ამოდ ილაღობეს: მერმე მედგრად წაიკიდნეს჻ თვითო ტოტი ერთმანეთსა: ჰკრეს სიკუდილსა არ დარიდნეს჻ გამორიდა ვეფხმან გული: დედათამცა გამორიდნეს჻ ლომი მედგრად გაეკიდა: იგი ვერვინ დაამშვიდნეს჻

905. ლომსა დაუგმე ნაქმარი: ვარქვი არა ხარ ცნობასა჻ შენ საყუარელსა რად აწყენ: ფუ მაგა მამაცობასა჻ ჴრმალ გამოწვდილი გაუჴე: მივეც ლახვართა სობასა჻ თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ: დავხსენ სოფლისა თმობასა჻

906. ჴრმალი გავჰტყორცე გარდვიჭერ: ვეფხი შევიპყარ ჴელითა჻ მის გამო კოცნა მამინდა: ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა჻ მიღრინვიდა და მაწყენდა: ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა჻ ვეღარ გაუძელ იგიცა: მოვჰკალ გულითა ხელითა჻

907. რაზომსაცა ვამშვიდებდი: ვეფხი ვერა დავამშვიდე჻ გავგულისდი მოვიქნივე: ვჰკარ მიწასა დავაწყჳდე჻ მამეგონა ოდეს ჩემსა: საყვარელსა წავეკიდე჻ სული სრულად არ ამომჴდეს: რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე჻

908. აჰა ძმაო მითხრობია: ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს჻ სულთა დგმაცა არა მართებს: ასრე გასლვა რას გიკვირდეს჻ სიცოცხლესა გავეყარე: სიკვდილიცა დამიძვირდეს჻ ესე სიტყვა დაასრულა: ყმამან სულთქნა აცატირდეს჻

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა჻

909. ავთანდილცა მასთანავე: ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა჻ უთხრა დასთმე ნუ მოჰკვდები: გულსა სრულად ნუ დასჭრი და჻ ღ~თი მაგას მოწყალეობს: თუცა ჭირმან არ გაგრიდა჻ თუმც უნდოდით გასაყრელად: პირველ ერთად არ შეგყრიდა჻

910. ჰსდევს მიჯნურსა ფათერაკი: საწუთროსა დაანაღვლებს჻ მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს: ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს჻ მიჯნურობა საჭიროა: მით სიკვდილსა მიგაახლებს჻ გასწავლულსა გააშმაგებს: უსწავლელსა გაასწავლებს჻

911. იტირეს და გაემართნეს: ქვაბისაკენ თავნი არნეს჻ რა ასმათმან დაინახა: განაღამცა გაეხარნეს჻ მოეგება მოტიროდა: ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს჻ აკოცეს და აცატირდეს: კვლავ ცნობანი ააჩქარნეს჻