... (H-403), 1818 წ.

912. ასმათ თქვა ღ~თო რომელი: არ ითქმი კაცთა ენითა჻ შენ ხარ სავსება ყოველთა: აღგვავსებ მზეებრ ფენითა჻ გაქო ვით გაქო რა გაქო: არ საქებელო სმენითა჻ დიდება შენდა არ მამკალ: ამათთჳს ცრემლთა დენითა჻

913. ტარიელ იტყჳს ჰე დაო: მით ცრემლი აქა მდენია჻ საწურთო ნაცულად გვატირებს: რაც ოდენ გაგვიცინია჻ ძველი წესია სოფლისა: არ ახლად მოსასმინია჻ ვაი შენი ბრალი დავ თვარე: სიკვდილი ჩემი ლხინია჻

914. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის: კაცი უშმაგო ცნობილი჻ მე თვალთა ჩემთა მით მიკჳრს: რად ვარ ცრემლითა ლტობილი჻ უწყლობა ჰკლავს წყალი სდის: არ ოდეს არ გაჴმობილი჻ ვაი წარჴდა ვარდი პობილი: ვაი მარგალიტი წყობილი჻

915. ავთანდილსაც მოეგონა: მისი მზე და საყუარელი჻ იტყჳს ჩემო ვით ვეგები: მე უშენოდ სულთა მდგმელი჻ შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის: სიცოცხლია სანანელი჻ გითხრამცა ვით რა მჭირს: რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი჻

916. ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მოშორდეს არ დავჭკნეო჻ ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების: რა ჩასვენდეს გორსა მზეო჻ გულო გიჯობს გაუმაგრდე: თავი სრულად გააკლდეო჻ ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი: სულთა სრულად ნუ დალეო჻

917. სული დაიღეს დადუმდეს: ორთავე ცეცხლი სდებოდა჻ ასმათი შეჰყუა შევიდა: მათებრვე ცეცხლი გზნებოდა჻ დაუგო ტყავი ვეფხისა: რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა჻ ორნივე დასხდეს უბნობდეს: რაცა მათ იამებოდა჻

918. მწვადი შეწვეს შეიქმნა: პურობა მგზავსი ჟამისა჻ მუნ უპურობა პურობა: არს სიდიადე ჯამისა჻ მას შეეხვეწნეს ჭამეო: ძალი არ ჰქონდა ჭამისა჻ გაცოხნის ლუკმა გასტყორცის: წონა ძლივ ჩანთქის დრამისა჻

919. ამოა რომე კაცი კაცს: ამოსა ეუბნებოდეს჻ მან გაუგონოს რაცა თქუას: არ ცუდად წაუჴდებოდეს჻ ცოტად ეგრეცა დაგვავსებს: ცეცხლი რაზომცა სდებოდეს჻ დიდი ლხინია ჭირთა თქმა: თუ კაცსა მოუჴდებოდეს჻

920. მას ღამესა ერთგან იყუნეს: იგი ლომნი იგი გმირნი჻ იუბნეს და გააცხადეს: თავისთავის მათნი ჭირნი჻ რა გათენდა კულავ დაიწყეს: საუბარნი სიტყუა ჴშირნი჻ ერთმანეთსა გაუგონეს: ფიცი პირველ დანაპირნი჻

921. ტარიელ ეტყჳს რად უნდა: სიტყჳსა თქმა მრავალისა჻ რაცა შენ ჩემთვის გიქნია: ღ~თია მზღველი ვალისა჻ კმა ზენაარი ზენარად: არ ნაქმარია მთრუალისა჻ არ დავიწყება მოყვრობა: მოყურისა წამავალისა჻

922. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ: კულავ წვითა უცხელესითა჻ მე რომე ცეცხლი მედების: არ ნაგზებია კვესითა჻ ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი: სოფლისა ქნისა წესითა჻ წადი დაბრუნდი შეიქეც: მუნითვე შენი მზე სითა჻

923. ვინ დამბადა განკურნება: ჩემი უჩანს მასცა ძნელად჻ ვისცა გესმის გაიგონეთ: მით გაჭრილვარ ხელი ველად჻ რაცა მართებს გონიერთა: ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად჻ აწ ნობათი ხელობისა: მამხვდომია მით ვარ ხელად჻

924. ავთანდილ ეტყჳს რა გითხრა: პასუხი მაგა თქმულისა჻ შენვე სთქჳ ეგე სიტყუაო: კაცისა ბრძნად სწავლულისა჻ ღ~თსამცა ვით არ შეეძლო: კულავ განკურნება წყლულისა჻ იგია მზრდელი ყოვლისა: დანერგულ დათესულისა჻

925. ღ~თსამცა ესე რად ექმნა: ეგეთნი დაებადენით჻ აღარ შეგყარნა გაგყარნა: ხელი გქმნა ცრემლთა დადენით჻ ჰსდევს ფათერაკი მიჯნურსა: გასჭვრიტეთ გაიცადენით჻ თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს: მე სულნი ამომხადენით჻

926. ნეტარ მამაცი სხვა რაა: არ გასძლოს რაცა ჭირია჻ ჭირსა გადრეკა რად უნდა: რა სასაუბრო პირია჻ ნუ გეშის ღ~თი უხვია: თუცა სოფელი ძვირია჻ რაცა მიწვრთიხარ იწვართე: გკადრო უწვრთელი ვირია჻

927. თუ რა გესმის გაიგონე: ესე კმაა სწავლა სწავლად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე: თქუენს წინაშე წამოსავლად჻ მოვახსენე რათგან ჩემი: შეუქმნია გული ავლად჻ არას ვარგებ არ დავდგები: სხვა ვიუბნა რაღა მრავლად჻

928. მან მიბრძანა მადლიერ ვარ: კარგად ხარ და მამაცურად჻ შენგან მისსა გავლენასა: მე დავიჩენ სამსახურად჻ მისის კითხვით წამოსრულვარ: არ მთვრალ ვარ და არ მახმურად჻ აწ შევიქცე რა უამბო: რად მოხველო ჯაბან ჴდლურად჻

929. მაგ საუბარსა ესე სჯობს: ისმინე ჩემი თხრობილი჻ მქნელი საქმისა ძნელისა: კაციმცა იყოს ცნობილი჻ ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა: ვარდი უმზეოდ ჭკნობილი჻ შენ ვერას ირგებ მე მარგებ: ძმა ძმისა უნდა ძმობილი჻

930. სადაცა გწადდეს მუნ იყავ: მითვე წესითა მაგითა჻ გწადდეს გულითა ბრძენითა: გწადდეს ცნობითა შმაგითა჻ მაგა ქცევითა ტურფითა: ანაგებითა ნაგითა჻ ოდეს გამაგრდი არ მოჰკუდე: არ დასდნე ცეცხლთა დაგითა჻

931. ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მზგეფსა჻ აქავ ქვაბსა მამნახვიდი: მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა჻ ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ: დროსა ამას ვარდ იეფსა჻ ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს: მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა჻