... (H-302), 1803 წ.

867. ფრიდონ მონა გამოგზავნა, წა ნახეო ისი სპანი, რა ჰქმნეს ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი, მონა ფიცხლავ მოეგება, ნახა სარო მორჩი ტანი, დადგა თუალნი გაურეტდა, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი-

868. ავთანდილ ცნა თუ ისია, მოამბედ ჩემად რებული, უთხრა არქუი შენსა პატრონსა, ეს ჩემი დავედრებული, ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული, ძმად ფიცი ტარიელისა, თქვენს წინა მომგზავრებული-

869. მონა წავიდა ფრიდონის, ჰთხრობად ჰამბვისა მისისად, უთხრა მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად, ვვაზრობ იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად, ვარ ძმაო ტარიელისა, შეყრად ფრიდონის მქისისად-

870. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თუალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა, შეიყვარნეს ერთმანერთი, მათგან იქო არ გაუქდა-

871. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა, რა შეხედნა და ესე ჰსთქუა, თუ არ მზეაო ისი ვინა, მას მეტობდა რაცა ქება, მონისაგან მოესმინა, ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა-

872. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ, თჳთ უსახოდ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ, რა მჭურეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, მამკალ ბაზარს სხუა მათებრივ, ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიონ-

873. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვინმცა ვით ვინ ეგებიან, მაგრამ მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხვდებიან, მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობნიგიან, და ღამით შუქნი ჰკრთებიან-

874. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა, დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მჴეცთა სრვასა, ავთანდილის ჭურეტად სპანი, იქი აქათ იქმან ჯრასა, ჰსთქუჱს ასეთი ჴორიცელი, შეუქმნია რაგვარ რასა-

875. ყმა ფრიდონს ეტყჳს ისწრაფი, ვიცი ჰამბისა თხრობასა, გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინადგან ლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყჳ ძმობასა, იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა-

876. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი სახელად, მიჴმობენ ავთანდილობით, მე დიდებულთა დიდ გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით-

877. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა, მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ჰღურიდა ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ ჰსწვიდა-

878. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და ჰსწყრებოდა, მან უჭირველად დაჴოცა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მჴარ თეძო დალეწა, და ზოგთა სული ჰხდებოდა, მუნღა ჰსცნეს ეტლი მთუარისა, რომე არ დაბრუნდებოდა-

879. მან სპათაგან ვერ შეპყრობა, ჰსცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თჳთ შესხდეს და შეუტივეს, ამაყთა და არას მკრთალთა, რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა, დაჰკრთა მათთა ჴრმალთა, ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თუალთა-

880. ვჰძებნეთ და კვალი ვერ ვჰპოვეთ, დავჰწამეთ ეშმაურობა, მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა, მე ვეღარ გავჰსძელ მისისა, ამბისა არ დასტურობა, გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი ალმურობა-

881. იგი ვსძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი, მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახენ მისგან დაკოდილი, ვჰპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი, შემიტკბო და შემიყუარა, ვითა ძმა და ვითა შვილი-

882. ქუაბნი დევთათვის წაუხმან, სრულად გამესისხლებია, მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხუა არვინ უახლებია, მას მუდამ ძუჱლი ცეცხლი სწუავს, არ ახალ არ ახლებია, ვაჲ ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია-

883. ქალი მარტო ქუაბსა შინა, ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი, ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და იმით არჩენს, იგი ერდგან ვერ დამდგომი, მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი-

884. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა, მითხრა ჰამბავი მისი და, მისისა სასურველისა, რა ჭირსა ითმენს ვერ იტყვის, აწ ენა ესე ჴელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ ხილუა, მისისა სასურველისა-

885. ვითა მთუარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების, მასუჱ ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდაჴდების, არას ნახავს პირ მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების, ვამე მისსა მგონებელსა, ვაი მას ვინცა მისთვის კვდების-

886. მის ყმისა ცეცხლი მედების, ვიწვი ცეხლითა მისითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავჴე გულითა ხელითა, მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღუითა და ჴმელითა, შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა-