... (Q-376), XIX ს.

875. ცხადად უთხრა შევჰსჯდებიო, მამიყენე ცხენი წინა. მან მოჰგუარა წყნარად შესუა, არ სიჩქარით ააქშინა. მინდორთაკენ წაიყუანა, ტანი მშუჱი აძრვევინა. ცოტად წარვლეს სიარულმან, მოჯობება დააჩინა:-

876. შეაქცევს და ეუბნების, საუბართა ჰშუჱნიერთა. მისთჳს ჰსძრჳდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწისფერთა. მისი სმენა გააყმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა:-

877. რა შეატყო მოჯობება, მან სევდისა მუფარახმან. განანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსახმან. ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრა ახმან. ცნობიერი სიტყუა უთხრა, უცნობოსა რასმე მძრახმან:-

878. შერასმეჰყუჱს საუბარსა, სიტყუა ჰკადრა არ მალული. ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული. ეგე სამჴრე მისეული, შენ გაჩნია მისგან წყლული. რაგუარ გიყუარს ვითარ გიღირს, ჰსთქჳ დავიღო მერმე სული:-

879. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა. ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა. მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყალთა მიწისა და ხისა. არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა:-

880. ავთანდილ უთხრა ველოდი, მართ მაგისავე თქმევასა. აწ რადგან მითხარ პასუხსა, გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა. ჰსჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამჴრისა ლევასა. ამად არ გიქებ საქმესა, უარესისა ჰრჩევასა:-

881. სამჴრე გაბია ოქროსი, ოქრომჭედლისა დნობილი. უასაკო და უსულო, არ სიტყჳერი ცნობილი. აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბჭობილი. პირუჱლ გლახ მისი ნახლები, და მერმე შენი დობილი:-

882. თქუჱნს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა. თქუჱნი შემყრელი მსახური, შენგან ღირსქმნილი ჴმობისა. მისი გამზრდელი ერთგული, მისთჳს მიჴდილი ცნობისა. გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბჭობისა:-

883. (ა)მან უბრძანა რაცა გითქუამს, უმართლეხარ მეტისმეტად. (ბ)საბრალოა ასმათ მისად, მჰგონებლად და ჩემად მჭურეტად. (დ)რადგან დავჰრჩი გუალე, ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად. (გ)მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად:-

884. დამორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამილბარი. ვერა მითქუამს შესაბამი, ლექსი მათი საქებარი. კბილნი ვითა მარგარიტნი, ბაგე ვარდი ნაპობარი. გუჱლსა ჴურელით აღმოიყუანს, ენა ტკბილად მოუბარი:-

885. ამას ეტყჳს შენთჳს დავჰსდებ, გონებასა სულსა გულსა. მაგრამ შენცა ნუ ეგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა. არას გარგებს ჰსწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა. არ იხმარებ რას ჴელსა ჰხდი, საუნჯესა დაფარულსა:-

886. არას გარგებს შეჭირვება, რომ ჰსჭმუნვიდე რა გერგების. არ თუ იცი უგანგებოდ, არა კაცი არ მოკუდების. მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამდღე არ დაჭნების. ბედი ცდა და გამარჯუჱბა, ღ~თსა უნდეს მოცაგხუდების:-

887. მოახსენა ეგე ჰსწავლა, ჩემთჳს ყოვლად სოფლად ღირდეს. გონიერსა მწურთელი უყუარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს. მაგრამ რა ვჰქმნა რაგუარ გავჰსძლო, მეტის მეტად რა მიმჭირდეს. შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკჳრდეს:-

888. ცჳლსა ცეცხლის სიმხურუალე, დაადნობს და აენთების. ამად წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაჰშრტების. რაცა ვისცა საქმე თჳთ ჰსჭირს, სხუათათჳსცა ევარგების. პირუჱლ რომე არა იცი, გული ჩემი რაგუარ დნების:-

ჰმბობა ტარიელისაგან ავთანდილისადმი ლომისა და ვეფხის დაჴოცისა (28)

889. რა წამეკიდა ყუჱლაი, წურილად გიამბო ენითა. მერმეღა გაჰბრჭე მართალი, მაგა გულითა ჰბრძენითა. შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა. ქუაბს ვეღარ გავჰსძელ მინდორად, მოვლა მამინდა ცხენითა:-

890. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბი მამეარნეს. ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს. ჰგუანდეს რათმე მოყუარულთა, მათი ნახუა გამეხარნეს. მათ რა უყუჱს ერთმანერთსა, გამიკჳრდეს შემეზარნეს:-

891. ქედსა გარდავჰსდეგ ლომ ვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი. სახედ ვამჰსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი. შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი. ლომი ჰსდევს ვეფხი მიურბის, იყუნეს არ ჩემგან ქებულნი:-

892. პირუჱლ ჰამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს. თჳთო ტოტი ერთმანეთსა, ჰკრეს სიკუდილსა არ დარიდნეს. გამორიდნა ვეფხმან გული, დედათამცა გამორიდნეს. ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს:-

893. ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქჳ არა ხარ ცნობასა. შენ საყუარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა. ჴრმალ გამოწუდილი, გავუხე მივეც ლახუართა სობასა. თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ, დავჰჴსენ სოფლისა თმობასა:-