... (S-2781), XIX ს.

ავთანდილისაგან ქვაბით წარსულა ტარიელის ძებნად მოთქმა და ტირილი

855. მოყუარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო ჩემი ლხინი გარდასრულა სხუა მოყუარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

856. კულავ იტყვის მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა რა მჭვუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგუანისა აწ მეცა მიჯობს მონახუა მის მზისა ლერწამტანისა

857. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უძახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდის მოვლო მრავალი ჴევი შამბნარი ტყე ველი ვერ ჰპოვა მივა მჭვუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

858. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა რა სასჯელი მომივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი ჭირნი ამით მომილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დაეხოცა

859. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერშეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა სდგა სადავე უკუყრილი სთქუა უცილოდ იგიაო არად უნდა ამას ცილი

860. რა შეხედნა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი განანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა

861. რა ტარიელ დაინახა განაღამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკუდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა

862. ერთკენ უძს ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული კულავ სხვაგან ვეფხი უსულო მკუდარი ქვედანარცხებული მას წყაროსაებრ თუალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული

863. თუალთა ახმადცა ზარედვა სრულად მიხდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკუდილსა მოშორვებოდა თმობასა ყმა სახელდებით უყივის ჰლამის სიტყვითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა

864. ხელითა ცრემლსა უწურავს თუალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უყივის მართ სახელდებით სახელსა ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის რეტსა თვალდაუფახელსა

865. ესე ყუჱლაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თუალთაგან ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აიჭრა მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა მათებრივ არვინ შობილა

866. უთხრა ძმაო არ გიტყუვე გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკუდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე მაგრამ გვედრებ დამარხვასა მხეცთა საჭმლად არ მივიცე

867. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ შენ საქმესა რად იქმ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქმნია შენი მსგავსი სხუათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ რად მოიკლავ ნებით თავსა

868. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა ხამს მამაცი მამაცურად სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა

869. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ რას წადილსა აისრულებ ვისთვის კუდები ვერ მიხუდები თუ სოფელსა მოიძულებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ წყლულსა ახლად რად იწყლულებ

870. ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ სახმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქმნილა სულნი რად ამოგხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან

871. ვარდსა კითხეს ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი პოვნა შენი რად არს ჭირად მან სთქუა ტკბილსა მწარე ჰპოვებს სჯობს იქმნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს არღარა ღირს არცა ჩირად

872. რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო მაშინ ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია რაც ა საქმე საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა რა უქმნია უარაკო