... (H-925), XVIII ს.

856. რა წამეკიდა ყველაი წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაპრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავძელ მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა

857. იმა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხვი შეკრბეს ერთად შეიყარნეს გვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს

858. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხვი მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამგზავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხვი მიურბის იყვნეს არ ჩემგან ქებულნი

859. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს ვთვითო ტოტი ერთმანეთსა კრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამორიდნა ვეფხმან გული დედათამცა განა იდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

860. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქუი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ჴმალგამოწვდილი გაუხე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავკარ მოცავკალ დავხსენ სოფლისა თმობასა

861. ჴმალი გავსტყორცე გარდვიჭერ ვეფხვი შევიპყარ ჴელითა მის გამო კოცნა მამინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გავუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

862. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

863. აჰა ძმაო მითხრობია ჭირნი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს ასრე გასლვა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე სიკუდილიცა დამიძვირდა ესე სიტყვა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდა

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

864. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დათმე ნუ მოკვდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმცა უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

865. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღულებს მაგრამ ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკუდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს

866. ატირდეს და გაემართნეს ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა გაღანამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს კვლავ ცნობანი ააჩქარნეს

867. ასმათ თქუა ღ~თო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

868. ტარიელ ეტყვის ჰე დაო მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმენია ვაი შენი ბრალი და თუ არ სიკვდილი ჩემი ლხინია

869. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა კლავს წყალი სდის არ ოდეს არ გახმობილი ვაი წახდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი

870. ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

871. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მამშორდეს არ დავძრეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

872. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა ცეცხლი მათებრვე გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხვისა რომელ კვლა მიწყივ გებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ ეამებოდა

873. მწვადი შეიწვეს შეიქმნა პურობა მგზავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა დაცოხნის ლუკმა გატყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

874. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა სთქვას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს