... (Q-296), XVIII ს.

897. ქადსა გარდავდეგ ლომ ვეფხვი მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამსგავსენ მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამარჯვებულნი ლომი სდევს ვეფხი მიურბის იყუნეს არ ჩემგან ქაბულნი

898. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს სიკუვდილსა არ დარიდნეს გამორიდნა ვეფხმან გული დედათამცა განარიდნეს– ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

899. ლომსა დავუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ჴმალ გამოწვდილი გავუჴე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავკარ მოცავკალ დავხსენ სოფლისა თმობასა

900. ჴმალი გავსტყორცე გარდვიჭერ ვეფხი შევიპყარ ჴელითა მის გამო კოცნა მამინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭლისა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გაუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

901. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომჴდეს რას გიკვირ რომ ცრემლსა ვღვრიდე

902. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემნი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მართებს ასრე გასლვა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე სიკვდილიცა დამიძვირდა ესე სიტყუა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდა მისვლა და ასმათის ნახვა

აქა ტარიელისაგან და ტარიელისაგან და ავთ ნდილისაგან ქვაბს

903. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დასთმე ნუ მოჰკვდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღმერთი მაგას მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთგან არ შეგყრიდა

904. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღვლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკვდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს

905. იტირეს და გაემართნეს ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახნა განაღამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს კვლავ ცნობანი ააჩქარნეს

906. ასმათ თქვა ღმერთო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არ საქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

907. ტარიელ ეტყვის ჰე დაო მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველ[ი] წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვა შენი ბრალი და თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია

908. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს და წყალი სდის აროდეს არ გაჴლმობილი ვა წახდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი

909. ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლ სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

910. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მოჰშორდეს არ დავსჭკნეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გააკლდეო ნუ თუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

911. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა მათებრ სახმილი გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ იამებოდა

912. წვადი შეწვეს შეიქნა პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არს სიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა დაცოხნის ლუკმა გასტყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

913. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაგვავსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს

914. მას ღამესა ერთგან იყუნეს იგი ლომი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს თავ თავისად მათნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა ჴშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცი პირველ დანაპირნი

915. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღმერთი მზღველია ვალისა კმა ზენარი ზენარად არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა