... (Q-296), XVIII ს.

878. სადა ინდონი ბროლ ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვთქუა რითა

879. ნუგამგზავნი გულ მოკლულსა ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი ნუ თუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ იქნას შენი საქადელი

880. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არ ვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა იამა არ ივაგლახა არ ვებდა

881. ცხადად უთხრა შევჯდებიო მამიყვანე ცხენი წინა მან მოჰგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკე წაიყუანა ტანი მჭევრი ააძრწვინა ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩინა

882. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა მისთვის ძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწისფერთა მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შეაერთა

883. რა შეატყო მოჯობება მუნ სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრვა ახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან

884. შერასმე ჰყუეს საუბარსა სიტყვა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია ვისგან წყლული რა გვარ გიყვარს რა გვარ გიღირს თქვი დავიღო მერმე სული

885. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მამცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

886. ავთანდილ უთხრა ელმოდი მართ მაგისავე თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამჴრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა

887. სამჴრე გაბია ოქროსა ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი– პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი თვით მერმე შენი დობილი

888. თქვენს შუა მქნელი საქმისა შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური შენგან ღირს ქმნილი ჴმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა

889. მან უბრძანა რაცა გითქუამს უმართლე ხარ მეტის მეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად

890. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი ვერ მიგია ქება მათი ვერა ქება საქებარი კბილი ვითა მარგალიტნი ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი

891. ამას ეტყვის შენთვის დავდებ გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ ეგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულება თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იჴმარებ რა ჴელსა ჰჴდი საუნჯესა დაფარულსა

892. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების მზისა შუქთა მამლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდა და გამარჯვება ღმერთსა უნდეს მოცაგხვდების

893. მოახსენა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს– გონიერსა მწრთელი უყუარს უგუნურსა გულსა გმირდეს– მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო მეტის მეტი რა მიგვჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკვირდეს

894. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იცი გული ჩემი რაგვარ დნების

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისა ლომ ვეფხის დახოცისა

895. რა წამეკიდა ყველაი წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაბრჭე მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავსძელ მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა

896. იმა ქედსა გარდავადეგ შამბნი ისი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს ერთად შეიყარნეს ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს