... (Q-296), XVIII ს.

858. ერთკენ უც ლომი მოკლული და ჴმალი სისხლ მოცხებული კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო მკუდარი უსულოდ დებული მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული

859. თვალთა ახმადცა ზარ ედვა სრულად მიხდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკუდილსა მოშორვებოდა ნობასა ყმა სახელ დებით უყივის ლამის სიტყვითა კრთობასა ვეღარ ასმინა გადიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა

860. ჴელითა ცრემლსა უწურავს თვალთა ავლებდა საჴელსა ახლოს უზის და უყივის მართ სახელ დებით სახელსა ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის რეტსა თვალ დაუფახელსა

861. ესე ყველაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან ცოტარე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ბედსა ცხოველსა მისებრივ არვინ შობილა

862. უთხრა ძმაო არ გიტყუე გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკუდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე მაგრა გვედრებ დამარხვასა მჴეცთა საჭმლად არ მივიცე

863. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მზგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ რად მოიკლავ ნებით თავსა

864. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენი აპირებენ ამა პირსა ჴამს მამაცი მამაცური სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა

865. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს ტირდა მჴეცთა ახლავ რას წადილსა აისრულებ ვისთვის ჰკვდები ვერ მიჰხვდები თუ სოფელსა მოიძულებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ წყლულსა ახლად რად იწყლულებ

866. ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ სახმილნი სდებიან ვის არ უნახავს პატიჟნი ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქმნილა სულნი რად ამოგხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან

867. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი პოვნა შენი რადა ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოებ სჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს აღარა ღირს არცა ჩირად

868. რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვისა სმია რაცა კარგი საეშმაკო რად ემდური საწუთროსა რა უქმნია უარაკო

869. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქენ ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობ არ გეტყვი ნუ მეჭვ რასაცა თნებასა

870. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძვრადცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა რა ადვილად გჩანს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურილვარ სიკუდილსა დრო მომეახლა ლხენისა

871. ამას მოკვდავი ვილოცავ არ ოდეს ვითხოვ არენით აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კულავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით მოი მოყვარეთ დამმარხეთ მიწანი მომაყარენით

872. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივა მხიარული მერმე იგი ჩემკერძ იროს მივეგები მომეგებოს ამიტირდეს და ამატიროს ჰკითხე ასთა ქენ გულისა რა გინდა ვინ გივაზიროს

873. მართ გარდაწყვეტით იცოდით გეტყვი მართალსა პირასა სიკვდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავყოფ მცირასა არ ცოხალ ვიყო რას მაქნევ რა დავრჩე ჴელსა მჴდი რასა დამშლიან ჩემნი კავშირნი შერთვიან სულთა სირასა

874. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის არცა მცალს სმენად მაგისად სიკვდილი მახლავს ჴელ ქმნილსა სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწადსად გამდის ღამისად

875. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ხელი ვითა იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ჴამს თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ თმობასა

876. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ ფერითა ეტყვის რა მოჰკვდე გერგების სიტყვითა რა ოჴერითა ნუ იქ არა სჯობს საქმითა ნუ ხართ თავითა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქნა სიტყვითა ვერა ვერითა

877. მერმე უთხრა აჰა რადგან არ მამისმენ არას არრა აღარ გაწყენ ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცდარა თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე ვარდი დაჭკნეს დაცამჭნარა ერთსა რასმე გიაჯები მიყავ ცრემლი ამად ღვარა