ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

965. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?” და მენავეთა უწინამძღურეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

966. მოაჴსენეს: “ ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგხუდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ჴრმალი; აქადაღმე ათ დღე მიხვალ ნაკუთად სარო, ფერად ლალი; და ვა, რად დაგუწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი?”

967. ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი, ანუ აგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი? თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი! და ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

968. იგი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა, და ნარგისნი ქუხან, ცრემლსა სწუიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

969. ვინცა გზას ნახნის უცხონი, მსახურებდიან, ჰყმობდიან, მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედან ტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, და გზის ყულაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

970. მულღაზან-ზარს მიიახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, და ისვრიან და იზახიან, მჴეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.

971. კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა:” ისი ვისია ჴმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, და იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

972. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვამცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა; და ნახოს, მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.

973. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გამოფრინდა; ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა, და გარდაჴდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

974. იგი რა ნახეს, მესროლთა სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვევოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყუებოდეს, და ვერცა ჰკადრებდეს: –“ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

975. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მაზედან დგებოდა; ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყუებოდა. და ფრიდონს უკვირდა: “რა ქნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

976. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქნეს, ალყა რად მოშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, და დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდა სიტყვის თქმანი.

977. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია ჩემად მოამბედ რებული. უთხრა:” ჰრქუი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, და ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

978. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად; და “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

979. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირნი უსუბუქდა, თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; და შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

980. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?” მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; და ერთმანერთსა გარდაუჴდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევევინა.

981. მოეხვივნეს ერთმან-ერთსა, უცხოობით არ დარიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, და მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ჰყიდონ.

982. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან; მზე უჩინო იქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, და დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

983. ცხენთა შესჴდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მჴეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით აქათ იქმენ ჯრასა, და თქვეს: “ასეთი ჴორიცელი შეუქნია, ნეტარ, რასა?”

984. ყმა ფრიდონს ეტყუის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბვისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა; ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, და იგი ძმად მიჴმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.