ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

შესავალი, რომელიც მიეწერება შოთა რუსთაველს

წიგნის დასაწყისი

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, და მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა.

2. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა, და ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3. ვის ჰშვენის, ლომსა,ჴმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, — მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესჴმა ხოტბისა, შერისა, და ვისთა მჭურეტელთა ყანდისა მირთმა ჴამს, მართ, მიშერისა.

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული. მელნად ვიჴმარე გიშრის ტბა და კალმად-მინა რხეული, და ვინცა ისმინოს, დაესვას ლახუარი გულსა ხეული.

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. და გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ჴელოვანება, — ძალი მამეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ჴსენება, და მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

7. მო, დავსხდეთ, ტარიელისთვისცრემლი გუდის შეუშრობელი; მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი! დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვისგულს ლახუარ-სობილი, და აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8. მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვისვხელობ, მისთვისმკუდარი; დაუძლურდი, მიჯნურთათვისკულა წამალი არსით არი: და ანუ მამცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

ჰამბავთათვის

9. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ჴელით-ჴელ საგოგმანები, ვჰპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქენ საჭოჭმანები, და ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმრთოს ლაღმან და ლამაზმან ნები

10. თუალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჴდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ, ჴორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა. და სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა.

11. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კულა მიჯნურსა მიჯნურობა უყვუარდეს და გამოსცნობდეს, და არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხუათა უწუნობდეს.

მოშაირეთათვის

12. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვისდიდი მარგი, კულა აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; და გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა — მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა — საუბართა ტკბილთა ფრქუევა. და რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,

14. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა! რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყვა-მცირობა, და ჴელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იჴმაროს დიდი გმირობა.

15. მოშაირე არა ჰქუიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი; თავი ყოლე ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი, და მაგრა იტყვის: ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი.

16. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალ–უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, ვამგზავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: და დიდსა ვერ მოჰკულენ, ჴელად აქვს ჴოცა ნადირთა მცირეთა.