ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

869. “ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს სტირ და მჴეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ? ვისთვის კვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ, და თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

870. “ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ საჴმილნი სდებიან? ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ქნილა, სულნი რად ამოგჴდებიან? და არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

871. “ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქნა ტანად პირად? მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად-ა ჭირად?” მან თქვა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქნების რაცა ძვირად: და ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.

872. “რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო, მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაც-ა კარგი საეშმაკო, და რად ემდურვი საწურთოსა? რა უქნია უარაკო?!

873. “ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, და ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა!”.

874. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძურაცა არა მაქვს ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქნილსა შენთა სიტყვათა სმენისა; რად ადვილად გჩანს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა? და აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

875. “ამას მოკუდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლა რამე გავიხარენით! და მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მამაყარენით!

876. “საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გასწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს, მივეგებვი, მამეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს. და ჰკითხე ასთა, ქენ გულისა, რა გინდ ვინ გივაზიროს!

877. “მართ გარდაწყუეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს, დამეჴსენ, ხანსა ღა დავყოფ მცირასა: რომ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ჴელსა მჴდი რასა? და დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.

878. “რა სთქვია, რას იტყუი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად, სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, და მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამისად.

879. “ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი ხელი ვითა იქს ბრძნობასა? ეგ საუბარი მაშინ ჴამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭკნობასა; და მაწყენ, დამეჴსენ, არა მცალს, არცა ღა ვახლავ თმობასა”.

880. კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა, ეტყუის: “ თუ მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოჴერითა? ნუ იქ, საქნელად არა სჯობს, ნუ ხარ თავისა მტერითა!” და ვერ წაიყვანა, ვერა ქნა სიტყვითა ვერა ვერითა.

881. მერმე უთხრა: “აჰა, რადგან არ მამისმენ არას, არა, აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა; თუ სიკვდილი გიჯობს, მოჰკუე, ვარდი დაჭნეს, დამცამჭკნარა! და ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ, ცრემლი ამად ღვარა.

882. “სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოველ სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, და შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

883. “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მჴდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; და მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი!”

884. ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა. და დაიმორჩილა, იამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

885. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”. მან მოგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძურვევინა, და ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

886. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის სძურიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა, მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა; და მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

887. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარაჴმან, გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსაჴმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა აჴმან; და ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრაჴმან.

888. შერასმეჰყუეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული: “ერთსა რასმე მოგაჴსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამჴრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, და რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვია, დავიღო მერმე სული” –