ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1583. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმნელნი დააშინეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, და შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

*

1584. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა გარდაჴდეს, გავლეს სოფელი, ჰნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, და ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დაბისა.

1585. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, და ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამაგრებლად.

1586. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე, სიხაფეთანი. ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ-ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, და ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1587. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი, და ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1588. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, და ტარიელ მისა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.