... (H-740), XVIII ს.

843. მან: ტურფამან: სახლსა: ჩემსა: ეგრე: დაჰყო: ხანი: დიდი: ვერ: გავანდევ: ქმარსა: ჩემსა: შესმენისა: მქონდა: რიდი: ვთქუი: თუ: უთხრობს: ვიცი: დარბაზს: გამამჟღავნებს: ისიფლიდი: ესე: მეყო: საგონებლად: შევიდი: თუ: გამოვიდი:

844. ვთქუი: თუ: არ: უთხრა: რა: უყო: ჩემგან: რა: მოეგვარების: არცარა: ვიცი: რა: უნდა: რა: ვისგან: მოეჴმარების: ქმარი: რა: მიგრძნობს: მოცამკლავს: ვეღარა: მომეფარების: ვითა: დავმალო: ნათელი: ვინ: მზესა: დაედარების:

845. მე: გლახ: მარტომან: რ[......]ტებს[......]ხლთა: დებასა: მო: და: გავანდო: ნუ: შევალ: უსენის: შეცოდებასა: არ: გამამჟღავნოს: ვაფიცო: თუ: მამცემს: იმედებასა: სულსა: ვერ: წასწყმედს: ვერა: იქს: ფიცისა: გაცუდებასა:

846. მივე: მარტო: ქმარსა: ჩემსა: ველაღობე: ველაციცე: მერმე: უთხარ: გითხრობ: რასმე: მაგრა: პირველ: შემომფიცე: არვის: უთხრა: სულიერსა: საფიცარი: მამეც: მტკიცე: ფიცი: ფიცა: საშინელი: თავიცაო: კლდეთა: ვიცე:

847. რაცა: მითხრა: სიკუდილამდის: არვის: უთხრა: სულიერსა: არა: ბერსა: არა: ყმასა: მოყუარესა: არცა: მტერსა: მერე: უთხარ: ყუელაკაი: უსენს: კაცსა: მლმობიერსა: მოდი: მომყევ: აქა: სამე: მე: გიჩვენებ: მზისა: ფერსა:

848. ადგა: ამყუა: და: წავედით: შევლენით: კარნი: სრისანი: უსენ: გაჰკუირდა: გაცაკრთა: რა: შუქნი: ნახნა: მზისანი: თქუა: რა: მიჩვენე: რა: ვნახე: რანია: ნეტარ: რისანი: თუ: ჴორციელი: არისცა: თვალნიმცა: მრისხვენ: ღ~თისანი:

849. ვთქუი: თუ: არცარა: მე: ვიცი: ამისი: ჴორციელობა: რაცა: არ: გითხარ: მისმეტი: არა: მაქუს: მეცნიერობა: მე: და: შენ: ვჰკითხოთ: ვინ: არის: ვისგან: სჭირს: ისი: ხელობა: ნუთუ: რა: გვითხრას: ვიაჯნეთ: ქნას: დიდი: ლმობიერობა:

850. მივედით: გუქონდა: ორთავე: კრძალვა: მისისა: კრძალვისა: ვჰკადრე: თუ: მზეო: საჴმილი: გვედების: შენგან: ალისა: გვითხარ: რა: არის: წამალი: მთვარისა: შუქ: ნამკრთალისა: რას: შეუქნიხარ: ზაფრანად: შენ: ფერად: მგზავსი: ლალისა:

851. რაცა: ვჰკითხეთ: არა: ვიცი: ესმა: ანუ: არ: ისმენდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აჩენდა: გველნი: მოშლით: მოეკეცნეს: ბაღი: შეღმა: შერაშენდა: მზე: ვეშაპსა: დაებნელა: ზედა: რადმცა: გაგვითენდა:

852. ვერა: დავჰყარეთ: პასუხი: ჩვენ: საუბრითა: ჩვენითა: ვეფხი: ავაზა: პირ: ქუშად: ზის: წყრომა: ვერ: უგრძენითა: კულაცა: ვაწყინეთ: ატირდა: მჩქეფრად: ცრემლისა: დენითა: არა: ვიციო: მიმიშვი: ესოდენ: გუითხრა: ენითა:

853. დავსხედით: და: მასთანავე: ვიტირეთ: და: ცრემლი: ვლამეთ: რაცა: გვეთქუა: შევინანეთ: სხვამცა: რაღა: შევიწამეთ: ძლივ: ვიაჯეთ: დადუმება: დავადუმეთ: დავაამეთ: ჩვენ: მივართვით: ხილი: რამე: მაგრა: ვერა: ვერ: ვაჭამეთ:

854. უსენ: იტყუის: ბევრ: ათასნი: ჭირნი: ამან: ამიჴოცნეს: ესე: ღაწუნი: მზისად: კმარან: კაცთაგანმცა: ვით: იკოცნეს: უმართლეა: ვერ: მჭურეტელმან: თუ: პატიჟნი: იასოცნეს: მე: თუ: შვილნი: მირჩევნიან: ღ~თნ: მასვე: დაუჴოცნეს:

855. მას: უჭურიტეთ: დიდი: ხანი: წამოვედით: სულთქმით: ახით: შეყრა: გვიჩნდის: სიხარულად: გაყრა: დიდად: ვივაგლახით: ვაჭრობისა: საქმისაგან: მოვიცალით: იგი: ვნახით: გული: ჩვენი: გაუშვებლად: დაეტყუევნეს: მისით: მახით:

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა:

856. რა: გარდაჴდა: ხანი: რამე: გამოვიდეს: ღამე: დღენი: უსენ: მითხრა: არ: მინახავს: ძოღანდითგან: მეფე: ჩვენი: მივაზირებ: წავალ: ვნახავ: უდარბაზო: უძღუნა: ძღვენი: მოვახსენე: დია: ღ~ო: ბრძანებაა: ეგე: თქუენი:

857. უსენ: ტაბაკსა: დააწყო: მარგალიტი: და: თვალები: დავედრე: დარბაზს: დაგხუდების: დარბაზის: ერი: მთურალები: ამა: ქალისა: ამბავსა: მამკალ: თუ: არ: ეკრძალები: კულა: შემომფიცა: არ: ვიტყუი: თავსაცა: მეცეს: ჴმალები

858. უსენ: მივიდა: ჴელმწიფე: დახუდა: ნადიმად: მჯდომელი: უსენ: არიფი: მეფისა: მეფეა: მისი: მდომელი: წინა: მიისვა: შეიძღუნა: ძღვენი: მიართვა: რომელი: აწ: ნახე: მთურალი: ვაჭარი: ცქაფი: უწრფელი: მწომელი:

859. რა: მეფემან: უსენს: წინა: სვა: მრავალი: დოსტაქანი: კულა: შესვეს: და: კვლა: აუვსეს: სხვა: ფარჩი: და: სხვა: ჭიქანი: დაავიწყდეს: იგი: ფიცი: რა: მუსაფი: რა: მაქანი: მართლად: თქმულა: არა: მართებს: ყუავსა: ვარდი: ვირსა: რქანი

860. უთხრა: დიდმან: ჴელმწიფემან: უჭკოსა: უსენ: მთურალსა: დია: მიკუირს: საძღნოდ: ჩვენად: სით: მოიღებ: ამა: თვალსა: მარგალიტსა: დიდროვანსა: უსახოსა: ჰპოებ: ლალსა: ვერ: გარდვჴიდი: თავმან: ჩემმან: ძღვენთა: შენთა: ნაათალსა:

861. თაყუანისცა: უსენ: ჰკადრა: ჰე: მაღალო: ჴელმწიფეო: ზეცით: შუქთა: მომფენელო: მარჩენელო: არსთა: მზეო: რაცა: სხვა: მაქუს: ვისი: არის: ოქრო: თუნდა: საჭურჭლეო: დედის: მუცლით: რა: გამამყუა: მბოძებია: თქუენგან: მეო: