... (W-27), XVII ს.

წიგნი ავთანდილისაგან ფატმან ხათუნთან მიწერილი

960. მოგეწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება შენ მამასწარ თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი ორთავეა რადგან ნება

961. ფატმანისსა ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქნები თავისწინა აქა მპოვებ მარტოსა მე მომისწრაფე ნახვა შენი რა შეღამდეს მოდი ღამე

962. მას ღამესა საწვეველი რა მიართუეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა სხუა ემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთუის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა თქუა თუ ჰგავსო ეგე რასა

963. წვეული აღარ დაბრუნდა კვლავ ზევე უკუწვევითა ფატმან წყენით ზის შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა დიაცსა წყენა შეატყო ნახა შესულითა შე ვითა ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა

964. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტანნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოჰყვა მონა ჴმალდარაკიანი დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ გავსო თუ გზაა კლდიანი

965. ფატმან რა ნახა შეშინდა ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭურიტა მათსა ლაღობაწოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მი და მო კრთომასა გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა

966. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღუეველად ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად

967. ესე თქუა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექნა თავის ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთათ შეეყარნეს წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქუა დამქოლეთ მოდით ქუითა მომადეგით მომაკარნი

968. მოთქვამს მოვჰკალ ჰაი ჰაი ქმარი ამოვწყუიდენ წვრილნი შვილნი იავარვჰყავ საქონელი უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყუარელთა ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა სიტყუანია ჩემნი წბილნი

969. ამას ყუელასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყუი რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული

970. დიაცმან უთხრაჰე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა დავჰჴოცენ შვილნი ჴელითა მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ სიყუარულითა შენითა

971. ესეგვარი დია მიხვდეს სიტყუა მცდარსა ენამეტსა ხვაშიადსა ვერ დამაკავს უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით გეტყუი ყოვლსა ჩემსა მჭურეტსა მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხურეტსა

972. ორისაგან ერთი ქენით ამის მეტსა ნუღარ ლამით მოვითაჰკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყუელაკასა მოვით მითხარ ცრემლთა ლამით

973. თვარემ ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მირითა ვეჭ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა ისი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა

974. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნებაზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მჴნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა თქუა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭუ სულდგმულსა მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა

975. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყვანოს თვარა მეშვლად მინდა არად იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად რაცა უყო მოგახსენებ მომიცადე იყავ წყნარად

976. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად წაცამყვანელად კულავ შეჰყივლა ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად თუ მოვითა ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად

977. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვათაკენ სახლი ნაგები დგეს ქვითა წითელ მწვანითა ქუეშეთკენ სრითა ტურფითა კულა ზედათ ბანისბანითა დიდროვანითა ტურფითა მრავლითა თანის თანითა

978. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მუნ მისსა წინამძღომელსა ჴმამდაბლად ჰკადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა უჩუენებს ეტყუის ხედაო ბანსა ზედა ქუე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქუე ჰპოვებ მჯდომელსა