... (W-27), XVII ს.

1038. მე გაკუირვებით კვლა ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1039. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ იავარმყო ამფხურა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულმოკლულად

1040. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია

1041. თუალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ჴშირი ადგა ასე გულ უშიშრად ვეფჴი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა მოიბურა ტანი პირი

1042. შეველ საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი შავგული ვისთვუის კუდებოდა

1043. ვარქუი ჩემო განღა სადმე გეჴმარების ესე გვარი მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით წყნარი არის მოუბარი

1044. ზედა მოატყდეს მჭურეტელი გაჰხდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სარანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები

1045. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამჴადა ნახული მე უნახველად ღ~თისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურთა ხელნი თუ რბოდეს ახ ველად

1046. გვერცა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1047. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1048. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იჴსნების ამ ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია სიყუარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცა ვის ეუბნების

1049. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედა ზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხუაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1050. ღმერთმან ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე დამისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1051. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნე და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა

1052. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მაზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1053. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მაზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1054. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისად ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად მგზავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფა მის მზის დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1055. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყუის რა ბედი მიც ჩემი მკულელი სადაური სად მოსულ ვარ ვის მივხუდები ვისთვის ხელი რა ვჰქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1056. კულაცა იტყუის ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა სიკუდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1057. ხადუმნი უჴმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა დაღორებულხართ დამცდარხართ თქუენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქუენი ჴელმწიფე ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა