... (W-27), XVII ს.

1097. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ აწ თურე არ სათქმელია ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩუენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1098. ესე ღ~თსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ გავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1099. მივემოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით

1100. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი კულავ ადრე თქუენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი

1101. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მომეცა მგზავსი დრამისა წონისა

1102. მოვიყუანე იგი მონა ახლოს დავსუი ჩემსა წინა ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კულავ მიამბო რაცა მუნით მომესმინა ამ ამბავმან გამაცოცხლა სულმობრძავი დამარჩინა

1103. მე ორნი შავნი მონანი მყუანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენ წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქუენითა მოქმედებითა

1104. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭურეტად თვალნი მართ ვითა მზისადა ქუე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა

1105. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილობად არა მცალს აწ გული ცეცხლნადებია შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია

1106. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭირო მტერნი საომრად მზანია ქუე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა ჯერთო ცოტაი ხანია

1107. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შუა გვირაბი ასაძრომელი ხურელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწუელია

1108. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირნასები ათი ათასი ჭაბუკი დგას ყველაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები

1109. ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან მაგარ ვადამან რა მოისმინა იამა სხვა არა გააცხადა მან შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან

1110. ფატმანს უთხრა საყუარელო კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ამბავი შვენიერი მომასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყუელა უჴორცოა რამან შექმნა ჴორციელად

1111. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უჴორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან ეტყუის მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა

1112. ქაჯნი სახელად მით ჰქუიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მოქმედნი მა ზედა გაჴელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1113. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალთა დაუბრმობენ ქართა აღსძვრენ საშინელთა ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ჴმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ

1114. ამისთვის ქაჯად უჴმობენ გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ჴორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი სიტყუანი აწინდელანი

1115. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქვა ღმერთო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უთქუმელი ყურთაგან მოუსმენელი წყალობა შენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი

1116. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა ფატმან ეჭუდა თავისათვის ამად ცეცხლსა კულავ იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა