... (W-27), XVII ს.

922. მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი საჭურჭლე ლარსაგებელი რას ვაქნევ თქვენსა რად გინდა ოდენ ვარ თანამხლებელი სხუაგან სადმე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი

923. აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არსაკრძალავი საქმე რამე მიც თქუენშიგა თავისა დასამალავი

924. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქუენსა პატრონობასა თვით თავადია ჩუენი თქუა ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა დავიწყებ ჩავიცვამ ჩუბაჩობასა თქუენ შემინახეთ ნამუსი თქუენსა და ჩემსა ძმობასა

925. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყუანის სცეს ჰკადრეს ჩუენი იმედია რაცა აჯა ჩუენ გვმართებდა იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია

926. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხუდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეჰფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთავე ფერსა სძღვნიდიან

927. ზღუა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა მის ქალაქისა სიკეთე რა გაიგონო ენითა

928. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი დამზადებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავსა მალავს ამითა

929. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭურეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უჴმო ეუბნა კაცსა არ სიტყუა მცთომელსა ვისი ხართ ვინ ხართ რა ჰქუიან მეფესა აქა მჯდომელსა

930. ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა თვით გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა ზღვა მავლითა მელიქ სურხავი პატრონობს სავსე სვითა და დავლითა

931. აქა მოსულითა გაყმდების კაციცა იყო ბერები სმა გახარება თამაში ნიადაგ სიმღერაები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერადფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგიცა ვინ ა მტერები

932. დიდვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოებენ იყიდიან გაჰყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ უქონელნი წელიწადსა საქონელსა დაიდებენ

933. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია თქუენი სადგომი დღესისა პირველ მას მართებს ჩუენება ყოვლისა უტურფესისა

934. რა შემოვლენ დიდვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესსა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთულიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს დაჰყიდიან

935. თქუენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსუენება დამყენებელთა უბრძანებს ვის მართებდეს მათ დაყენება აწ იგი შინა არ არის რას მარგებს მისი ხსენება გამოგება და წაყუანა მას მართებს თქუენი ქენება

936. ფატმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი საყვარელი არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსლვა თქუენი წაგიყუანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი

937. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ჰქენ რაცა გწადიან მებაღე მირბის ახარებს ოფლი ქუე მკრდამდის ჩასდიან ხათუნსა უთხრა ამბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭურეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან

938. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი მთუარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა მე მიჴმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა

939. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწუივარდი ბროლბადახში მინასათი მისთა მჭურეტთა დაასახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

940. ზარი გაჰჴდა შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად იქითაქათ იჯარვოდეს უჭურიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს ზოგნი იყუნეს სულწასრულად მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

941. ფატმან ცოლი უსენისი გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსულა მისი შევითვატყე არ ეწყინა