... (W-27), XVII ს.

979. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ჴმასა თვითო ხელი ყელსა მიჰყო მუნვე მისცა სულთა ჴდასა თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა

980. იგი ყმა საწოლს მარტო წუა გულითა ჯავრიანითა თვალ მოსისხლული ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვერღა აესწრა იდუმალ მოკლა ვერცა თუ ვსცანითა ჴელი მოჰკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა

981. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოჰკუეთა ქუესკნელთ მიწასა გარია ზღუითაკენ სარკმლთა გასტყორცა ზღვისა ქვიშათა გარია მისთვის არცაღა სამარე არცა სათხარად ბარია

982. ჴმა მათისა დაჴოცისა არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა ესე მიკუირს სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა რომე წეღან წამოევლო გზა იგივე წაიარა

983. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი მოვჰკალო უთხრა მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღმრთიანი აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს სისხლიანი

984. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების მეტის მეტად ფატმან ფერხთა მოეხვია არა ღირს ვარ პირსა ჭურეტად გამიმრთელდა გული წყლული ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად

985. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრავე დაექადენით თავთაგან გითხრობ ყუელასა თქუენ სმენად დაემზადენით

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ავთანდილთან

986. წესია ამა ქალაქსა დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი პურობა დარბაზობასა

987. ჩვენ დიდვაჭართა ზედა გუძეს დარბაზს მიღება ძღვენისა მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგან ჴმა წინწილისა ებნისა მოედანს მღერა ბურთობა დგრიალი ცხენთა დგენისა

988. ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ მაწუეველი არად მინა დედოფალსა ძღვენსა უძღვნით მდიდარი თუ გლახა ვინ ა დარბაზს ამოდ გავიხარებთ მხიარულნი მოვალთ შინა

989. დღე მოვიდა ნავროზობა დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩუენ მივართვით მათ გვიბოძეს ავავსენით ავივსენით ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით კულავ დავსხედით გახარებად მუნებურნი არ ვიყვენით

990. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გაველ ჟამსა გავიტანე ხათუნები მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა მომყუებოდეს მომღერალნი იტყოდიან ტკბილსა ჴმასა ვიმღერდი და ვჰყმაწვილობდი ვიცვალებდი რიდე თმასა

991. აქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი ზღვას ზედა წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი კულავ დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შვებულნი

992. ვაჭრის ცოლთა უმასპინძლე მხიარულმან ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზო გავჰჴე რამე უგემურად რა შემატყუეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად

993. უკუმოვახუენ სარკმელნი და შევაქცივე პირი ზღვასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვიდა შიგან ზღვასა მფრინველად ვთქუი ანუ მჴეცად სხვას ვამგზავსე მემცა რასა

994. მოცურევდა ვერათ ვიცანნ მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედგა შავი იქით აქათ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოიღეს გამიკვირდა იგი უცხო სანახავი

995. გამოზიდნეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედნეს მოიხედნეს ვინ გვიჭურეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი სულღებული ვიყავ შინა

996. მით ნავიდაღმან მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა აჰჴადეს ქალი გარდმოჴდა უცხოთა რამე ტანითა თავსა რიდითა შავითა ქუეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის იყოს მისითა გვანითა

997. რა მობრუნდა ქალი ჩემკე შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ჴმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხარჩ კარი ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა