... (W-27), XVII ს.

863. იგი ვძებნე წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ქურდნი ვნახენ მისგან დაკოდილი ვჰპოვე ვარდი მოყუითანე შუქმკრთალი და ფერმიჴდილი შემიტკბო და შემიყუარა ვითა ძმა და ვითა შვილი

864. ქუაბნი დევთათვის წაუხმან სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა სხუა არვინ უახლებია ნიადაგ ძველი ცეცხლი სწვავს არახალ არახლებია ვაი მართებს მისსა გაყრილსა შავი ხლა თავსა ხლებია

865. ქალი მარტო ქუაბსა შიგან ზის მტირალი ცრემლ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს ლომის ლეკუსა ვითა ლომი მიართუამს და იმით არჩენს იგი ერთგან ვერ დამდგომი მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი

866. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყუის აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა დამმარხველისა

867. ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა ზის აროდეს გარდაჴდების არას ნახავს პირმეტყუელსა ვით ნადირი კაცთა ჰკრთების ვაი მე მისსა მგონებელსა ვაი მას ვინცა მისთუის კვდების

868. მის ყმისა ცეცხლი მედების დამწვა ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი გავჴე გულითა ჴელითა მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ჴმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი მყოფნი გულითა მქისითა

869. დავეთხოვე და გამიწყრეს მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი მით იზახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეჴსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა ვიქ იქით აქათ ბრუნვასა

870. თქუენი მან მითხრა ამაბავი მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა გამომირჩივე სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა

871. აწ ფრიდონ იტყუის სიტყუითა მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქუმიდეს სიტყუითა საქებარითა გულ ამოსკუნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

872. ლაშქართა შიგან შეიქნა ჴმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა ზოგთაგან სრევა რიდისა ფრიდონ ტირს მოთქუამს ჴმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუვე ვაი საწუთროსა ფლიდისა

873. ფრიდონ მოსთქუამს რა შეგასხათ ვერსაქებო ვერსათქმელო ჴმელთა მზეო სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო მოახლეთა სალხინოო სიცოცხლეო სულთა მდგუმელო ცისა ეტლთა სინათლეო დამწველო და დამანთქმელო

874. რა მოგეშორვე მას აქათ სიცოცხლე მამძულვებია თუცა შენ ჩემთუის არა გცალს მე დია მამსურვებია შენ უჩემობა ლხინად გჩნას მე დია მიმჭირვებია ოჴერ სიცოცხლე უშენოდ სოფელი გამარმებია

875. ფრიდონ თქვა ესე სიტყუანი მოთქმითა შუენიერითა გული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭურეტთა აშუენებს ტურფითა არეფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა

876. ქალაქს შევიდეს მუნ დახუდა სრა მოკაზმული სრულითა საჴელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყუნეს რულითა შეჰფრფინევდიან ავთანდილს გულითა სულწასრულითა

877. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს ვითა ვინ თქვა ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი

878. დასხდეს შეიქმნა პურობა გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მძახალი მძახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალ ახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა

879. მას დღე სვეს ჭამეს გარდაჴდა ნადიმი მსმელთა დასისა გათენდა ბანეს ავთანდილ რიცხუი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა

880. ყმამან დაყო დღენი რამე თუცა ყოვნად ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობას გავიდეს და თამაშობდა სწორად ჰჴოცდა შორს და ახლოს თუ რას ჴელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა ყუელაკასა აწბილობდა

881. ქალაქს შევიდეს ჴმა გაჰჴდა მუნ ზათქნი იქებოდიან ქალნი და ყმანი დაჯარვით მისად საჭურეტლად რბოდიან იგი ნახიან დაბნდიან ცნობასა მიჰჴდებოდიან ახლოს შეყრისა უღირსთა რამცა ქნეს ისჯებოდიან

882. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს აწ ჩემი მონაჴსენები მე შენი გაყრა სიკუდილად მიჩანს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღეკრულსა ცეცხლი მე სხუაცა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დამეყოვნები