... (W-27), XVII ს.

902. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქუენსა შემოვისხამ დაცამწვდების ვინცა გებრძვის ჴმალი ჩემი მბრძოლთა თქუენთა დააცვდების

903. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა თქუეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არა ჩუენებრვე რიდითა აქუს თავისაგან იმედი ვიყუნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა

904. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქუელითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად საჴნისი ჰგია ძელითა

905. კიოდეს და მოდიოდეს იზახდეს და ბუკსა ჰკრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავჴოც იმ ყველასა ან სიკუდილი ჩემი დღესა

906. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ჴმელთა სპანი განგება იქს არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

907. თქუენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგჴოცონ ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი ღ~თსა უნდეს მეკობრეთა სისხლი ნახოთ მონაღვარნი

908. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხვებრ მკრჩხალითა მას ჴელთა კეტი რკინისა ჰქონდა ჴელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშშეუალითა ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა მტერნი დაჴოცნა ჴმალითა

909. კიოდეს იგი ლაშქარნი ჴმა მათი არ გაწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედა საჴნისი ჰგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ქუე დგა არ თურე კრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა სხვათ არათ არ მოსტყდებოდა

910. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ქნეს გარდსახვეწელი ვეღარ გაესწრნეს გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მას შიგან დაუფრეწელი

911. მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ჰჴოცდა ვითა თხასა ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რუასა ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა დაკოდილნი მკუდართა შუა იმალვიან მალვენ ჴმასა

912. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა მისსა გულსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი ნუ დაგვჴოცო შენსა სჯულსა არ დაჰჴოცნა დაიმონნა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა

913. კაცო ძალსა ნუ იქადი ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწყალი ღ~თი გფარავს სწორად გაჰკუეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴმალი

914. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯუებოდეს ამხანაგთაგან ეჯობნოს ვისცა მას თანა ჰხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფსა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს

915. მუნ ავთანდილ მათეულნი საჭურჭლენი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან გაეხარნეს არ იახნა ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა

916. ავთანდილის მაქებელად ათასიმცა ენა ენდა ვერცა მათ თქუეს მეომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა თქუეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა

917. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთულილობა შენგან ვართ გამაგრებულნი ჩუენ ვიცით ჩუენი ფლიდობა ესე რაცა გუაქვს შენია ამას არ უნდა ცილობა რას გვიბოძთ გუიბოძე გუიქნია აქა ყრილობა

918. ყმამან შესთუალა ჰე ძმანო წეღანცა მოგისმენია ღ~თსა შეესმა ნაკადი რაცა თქუენ თუალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მომცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია

919. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა პირსა ჴელსა ფერჴსა ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა მისი ჭურეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყუელანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა

920. ღ~თნ სულსა ეგოდენსა თქუენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა თქუენი თავი ჩემით რამცა ვჰქენით მე დავჴოცენ მტერნი თქუენნი გავასრულე რაცა ვთქუენი ნავი სრულად საქონლითა მამიღია ვითა ძღვენი

921. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არა ხვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს