... (W-27), XVII ს.

843. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისრიან და იზახიან მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

844. კაცი ემთხვია მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია ჴმა ზათქისა და ზარისა მათ ჰკადრეს ფრიდონ ჴელმწიფე მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველშამბნარისა

845. მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება მის ყმისა ვთქუამცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახოს მჭურეტელთა ახელებს ტანი ლერწამობს ხე ვითა

846. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტია გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა გარდაჴდა და მჴარნი დასჭრა წყნარად შეჯდა არ აქშინდა

847. იგი რა ნახეს მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქეთ უვლიდეს ზოგნი უკანა ჰყუებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს

848. მინდორსა შუა გორი დგა ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირს იყო მას თან დგომასა ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ მას თანა ყოლბი ჰყუებოდა ფრიდონს უკვირდა რა ქნესო მისთა სპათათუის წყრებოდა

849. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლად მოეგება ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თუალნი გაურეტდეს დაავიწყდეს სიტყუის თქმანი

850. ავთანდილ ცნა თუ ისია მოამბედ ჩემად რებული წა არქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი საყოფთა მოშორვებული ძმად ფიცი ტარიელისი თქუენს წინა მომგზავრებული

851. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსულა ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად

852. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თუალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი მათგან იქო არ გაუქდა

853. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედნა მან ესე თქუა თუ არ მზეაო ისი ვინა მას მეტობდა რაცა ქება მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა მოეხვივნეს ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

854. მოეხუივნეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოთ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭურეტელთა იგი ნახონ მზე მათთანა გააფლიდონ მამკალ ბაზარს სხუა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ყიდიან

855. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან მაგრა მას ახლვან ქებანი მართ მეტუნი არ მიხუდებიან მზე უჩინო იქს მნათობთა რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი კრთებიან

856. ცხენთა შესხდეს გაემართნეს ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა მოეშალნეს მჴეცთა სრვასა ავთანდილის ჭურეტად სპანი იქიაქათ იქმან ჯრასა თქუეს ასეთი ჴორიცელი შეუქნია ნეტარ რასა

857. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი ვიცი ამბისა თხრობასა გიანბო ვინ ვარ სით მოვალ ვინათგან ჰლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს ანუ რად ვიტყუი ძმობასა იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

858. მე ვარ ყმა როსტან მეფისა მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი ჩაუქი მიჴმობენ ავთანდილობით მე დიდებულთა დიდგვართა ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი მყოფი არვისგან ცილობით

859. დღესა ერთსა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელ ტიროდა და ველთა რწყვიდა გაგვიკუირდა გვეუცხოვა ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩუენ გუეწყინა არ ვიცოდით მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა

860. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა მან უჭირველად დაჴოცა ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მჴართეძო დალეწა და ზოგსა სული ჴდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთუარისა რომე არ დაბრუნდებოდა

861. რა სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა დაჰკრთა მათთა ჴმალთა ცხენსა მისცნა სადავენი დაგვეკარგა წინა თვალთა

862. ვძებნეთ და კუალი ვერ ვპოვეთ დავწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა ვერ დასტურობა გამოვიპარე საძებრად მწვიდა ცეცხლი და მურობა