... (W-27), XVII ს.

1018. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მამეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

1019. რაცა მითხრა სიკუდილამდის არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყუარესა არცა მტერსა მერე უთხარ ყუელაკაი უსენს კაცსა მლმობიერსა მოდი მამყევ აქა სამე მე გიჩუენებ მზისა ფერსა

1020. ადგა წამყუა და წავედით შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაჰკრთა რა შუქნი ნახნა მზისანი თქუა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ჴორციელი არისმცა თვალნიმცა რისხვენ ღმრთისანი

1021. ვთქუი თუ არცა რა მე ვიცი ამისი ჴორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი მაქუს არა მეცნიერობა მე და შენ ვკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვიაჯნეთ ქნას დიდი ლმობიერობა

1022. შევედით გუქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ ფერად მგზავსი ლალისა

1023. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცი ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერდგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რადმცა გაგვითენდა

1024. ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა კულაცა ვაწყინეთ ატირდა მწარედ ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშუი ეს ოდენ გვითხრა ენითა

1025. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქუა შევინანეთ სხვამცა რაღა შევიწამეთ ძლივ ვიაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართუით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

1026. უსენ იტყუის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიჴოცნეს ესე ღაწვნი მზისად კმანან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერ მჭურეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღმერთმან იგი დამიხოცნეს

1027. მას უჭურიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდის სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გული ჩუენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით

1028. რა გარდაჴდა ხანი რამე გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდიდგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღ~ო ბრძანებაა ეგე თქუენი

1029. უსენ დააწყო ტაბაკსა მარგალიტი და თვალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთვრალები ამა ქალისა ამბავსა მამკალ თუ არ ეკრძალები კულავ შემომფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ჴმალები

1030. მოვიდა უსენ ჴელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეა მისი მდომელი წინა მიისვა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახეთ მთურალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი რომელი

1031. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი აუვსეს და კულავ დალივნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდა იგი ფიცი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს ყუავსა ვარდი ვირსა რქანი

1032. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკვოსა უსენ მთურალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა უმგზავსოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღვენთა შენთა ნაათალსა

1033. თაყუანი სცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ჴელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხუა მაქუს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამამყვა მბოძებია თქუენგან მეო

1034. ამას გკადრებ თავმან თქუენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხუა რამე მყავს საძღვნოდ თქუენად შესართავი თქუენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მგზავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქუენ ბრძანება ნეტარძისა

1035. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭურეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად იამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყუანა სრულქმნა უსენის თქმულისა

1036. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკუნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ჰყუა მონა სამოცი ვით ჴელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი ვთქუი რამე საქმე ზესია

1037. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგუგუარე წავიყვანოთ ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხვით ეცა გორთა