... (W-27), XVII ს.

1058. არ ვარგ ვარ თქუენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღმერთმან მამაცი პირად მზე სარო ტანია სხუასა რას მნუკეთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქუენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1059. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქუენ დაგჴოცს თქუენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თუარა დავიწყებთ ნანასა

1060. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიჴადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღმერთსა თქუენსა მიავალეთ თქუენი ვალი

1061. მონათა მიხუდა სიხარბე მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკუნეს მის უებროსა პირისა ნახეთ თუ ოქრო რასა იქს კუერთხი ეშმაკთა ძირისა

1062. ვაი ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღედ სიკუდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კულავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა

1063. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიჴადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული გუელისაგან ჩასანთქმელი

1064. მონანიცა გარდეხუეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გაველ ვიცან მოვეხვიე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლე არ შემომყვა რად მაწვევო შემანანა

1065. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე კაცთა მომწევდეს რბენითა

1066. შეველ ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსვი მხიარული არ მომკუნესი ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წაჴდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

1067. დღე მიიყარა ჴმა გაჴდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1068. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი დახედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ ჩუენ ვართ სინათლე კლებულნი

1069. მას მთუარისა სადაობა კულავ გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1070. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი იგი კაცი ჩაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი

1071. ესე ამბავი მასთანა ვთქუი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსულა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყუარულად მტერულად აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე რულად

1072. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავისწინა ოდეს გიჴმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა

1073. აღარ დაბრუნდით მოხვედით თქუენ შუქნი ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკუდილი გულითა სწადდა არ ენით

1074. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ სწვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა კბილთა დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1075. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჰია ჩავიჭერ მე რასა

1076. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყუარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკუდართა ფერია

1077. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კულავ იტყუის ფატმან ტირილით კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს წაჴდესო შუქნი რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს