... (W-27), XVII ს.

942. ფატმან ხათუნ თუალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკუთად კარგი შავგურემანი პირმსუქანი არპირჴმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყუარული ღუინისმსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავჩასაცუმელი

943. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღუნა ძღუენი ტურფა მიმღებელთა თქუეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღ~თო არ დაჰკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

944. დილასა ლარი ყუელაი უჩუენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნეს ფასიცა დაათულევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთ აჰკიდა გააწევინა თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გამაცხადებთ მე ვინა

945. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცუამს არას მისსა ზოგჯერ ი ჴმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყუის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკლუიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება

946. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაჰკუეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

947. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყუარული მეტისმეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყუის რა ვქნა რა მერგების აწუიმებდა ცრემლთა ღურიდა

948. მიღმა ვუთხრა ვაი თუ გაწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვთქუა ვეღარ გავსძლებ ცეცხლი უფრო გამიჴშირდეს ვთქუა და დავრჩე ანუ მოვჰკუდე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

წიგნი ფატმანისა ავთანდილთან მიწერილი

949. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართუმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარყეველი უსტარი შესანახავი არცუდად დასახეველი

950. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქნა მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწუელად მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩანს დასაქადებლად

951. შენ გტრფიალობენ მჭურეტელნი შენთუის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკუირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შუენება ყუავილთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწუარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

952. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი თქუენსა ამისსა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან სრულად გავჰყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თვარა მივჴუდები ცნობასა

953. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გავიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკუდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

954. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი ყმამან ასე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი თქუა არ იცის გული ჩემი ვის მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიჩანს სამიჯნურო რად ვამსგავსო მე მას ისი

955. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყუელაი მოკლე და მით ოჴერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია

956. ესე გუარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა მერმე იტყუის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინა რასათვისცა გამოჭრილ ვარ მისი ძებნა რადგან მინა რითამცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ გულმან სხუამცა რა ისმინა

957. ისი დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყუარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივჰყუე მიამბობს ყველასა რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი გარდაჴდა ჩემგან ვცნა ვალთა

958. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლე კრულსა რაცა იცის გაუცხადებს ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივჰყუე განღა რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა

959. კვლავ იტყუის ვერვინ ვერას იქს თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს რაცა მაქვს არ მომინდების ბინდის გვარია სოფელი ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოსდინდების