... (W-27), XVII ს.

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა

1078. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოჴრად ჩანს ყოვლი სად არე

1079. ფატმან იტყუის მომეშორა მზე მნათობი სრულად ჴმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ჴელთა მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გადამღვრელთა

1080. სახლი და შვილი მამძულდეს ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღუიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მჩნდის უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა

1081. დღესა ერთსა საღამო ჟამ ჩასლუა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა ვჰთქუი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა

1082. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყუსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სვემდეს ჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა

1083. მე უყურებდი უჭვრეტდი თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყმენი უცხონი შევიყარენით არა არ ვიცით ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით ჴამს ერთმანერთსა ამბავი ჩუენიცა უთხრათ ბარ ენით

1084. მათ სხვათა მათი ამბავი თქუეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმი დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია

1085. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მოგუიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა მათ მიხდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უკეთესი მშობლისა

1086. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია მას უსხენ წურილნი ძმისწულნი როსან და ერთი როდია ვისცა არ დაჰკოდს ჴმა მისი ვერავის დაუკოდია აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქუე ზის მორჭმული წოდია

1087. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა ჴმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრ ათასისა

1088. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს მე ტირილსა არ დავხვდები წავალ მინდორს ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავჰყვები

1089. გვითხრა მისთა ხელისათა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყუით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკე გარდმოვდევით

1090. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩუენ ღამესა დია ბნელსა დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქუით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილა ზედან ჴმელსა დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1091. ზოგთა ვთქვეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ ახლოსმცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოჰჴდა ჴმა ჩვენი მოუბარეო

1092. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქუენ სახელნი თქუენი თქუენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩუენით

1093. უჭურიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყუასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა

1094. კულავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩუენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერცა წაუდგა ცხენითა აღარ გავუშვით დაჭირვა ვჰკადრეთ ენითა ჩვენითა

1095. კულავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გუელისა

1096. არცა რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისით თვალითა მლალავი