... (W-27), XVII ს.

883. მართალა შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წაუვალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა

884. ფრიდონ უთხრა დასაშლელი სიტყუა ჩემგან არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს შენ ლახვარი სხუა გესობის წადი ღ~თი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემჴობის მაგრა თქუი თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის

885. ამას კადრებ არ ეგების მარტოსაგან წასულა შენი თანა ყმათა წამოგატან იმსახურენ იახლენი აბჯარი და საგებელი ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი

886. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრი წითელი აწონით არნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა

887. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქუამს თუცა მზე გვიახლოს ჩუენ ზამთარი ვერ დაგუზრვიდა

888. ზარი მის ყმისა წასულისა გაჰჴდა მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა ჴმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით მო თვალნი მივსცნეთ წუხილსა

889. ქალაქი გავლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდენ ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა

890. აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყუანეს ნავითა ბაგე ბალახში კბილ თეთრი სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე წაგურა ჴმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამესწრნეს ნავი მფრინველე ჩნდა ვითა

891. მოეხვივნეს ერთმანერთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შემხედველთა მკვლელი ტანი

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯნის საძებრად

892. ყმა მიმავალი მიუბნობს მგზავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა იტყუის მოგშორდი სიცრუვე ვა საწუთროსა კრულისა შენ გაქუს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა

893. რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახუარსა დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ სოფლისა მიზეზი ასრე გასამსალებისა

894. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღურების ცრემლთა ფონითა ჩალად სჩანს ყოვლი სოფელი მისვე ჩალისა წონითა

895. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი მის მზისა ჰკითხისამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი აუჩნდეს ლარკიდებულნი მოქარავნენი ზღუის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი

896. მუნ ქარავანი ურიცხუი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს თუ ვაჭარნო ვინ ხართ მათ საუბარი ჰკიდესა

897. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბო სრული დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს ჴმელთა სინათლეო შენ ამოჴე ჩვენი მლხენი ჩამოჰჴე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი

898. გარდაჴდა ჰკადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გუისმან მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქუან ნაჭარნი

899. ჩუენ აქა ვჰპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცა სიტყუისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მდებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგჴოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე

900. თქუა ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა მუნ ზღუისა ქურდთა დაგვჴოცეს ძელით საჴნისის წუერითა ყუელაი წაჴდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა

901. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა ვაი თუ შევიდეთ დაგვჴოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არსაზომისა ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ ღონე წაგვსულია რჩომისა