... (H-302), 1803 წ.

848. აჰა თან ხმობით ვარსკულავნი, შვიდნივე მემოწმებიან, მზე ოტარიდი მუშთარი, და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთუარე ასპიროზ მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან, მას გააგონენ რანიცა, ცეცხლი უშენოდ მდებიან-

849. აწ გულსა ეტყჳს ვითამცა, გდის ცრემლი არ გაგჴმობია, რას გარგებს მოკულა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია, მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო ჰსთმობია, მაგრამ თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია-

850. თუ დავრჩეო ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყვის თუსა, ნუთუ მამხუდეს ხილვა მზისა, ნუ ვიძახი მიწყივ უსა, მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ გაჰსწყუჱტდის ცრემლთა რუსა, მისსა ჴმასა თანა ჴმაცა, ბულბულისა ჰგუანდის ბუსა-

851. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მჴეცნი მოვიდიან, მისუჱ ჴმისა სიტკბოსაგან, წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან განკუირდიან, რა ატირდის ატირდიან, იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღუარისაებრ ცრემლნი ჰსდიან-

852. მოვიდიან შესამკობლად, ქვეყნით ყოვლნი სულიერნი, ტყით ნადირნი წყალით თევზნი, ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი, ჲინდო არაბ საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი, რუსნი სპარსნი მოფრანგენი, და მისრეთით მეგვიპტელნი-

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

853. ყმა მტირალი შვიდ ათას დღე, ზღუისა პირსა მივა გზასა, შორით ნახა მენავენი, მოდიოდეს შიგან ზღუასა, მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ, თქუჲნ ამისსა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴმასა-

854. მათ მოახსენეს ტურფაო, სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გკადრებთ სიტყუას ქებითა, აქამდის მზღუარი თურქთაა, მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა, ჩვენცა ვისი ვართ გიანბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა-

855. ნურადინ ფრიდონ მეფეა, ამა ქუჱყნისა ჩვენისა, მოყმე მჴნე უხვი ძლიერი, ფიცხლად მამხტომი ცხენისა, ვნება არავის არ ძალუც, მის მზისა ოდნად მშუჱნისა, იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა ფენისა-

856. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე, მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ თუ სით წავიდე, რა ვიარო ოდეს მიხვალ, ან გზასა აქუს რა სიდიდე, მენავეთა უწინამძღურეს, არ დააგდეს ზღუისა კიდე-

857. მოახსენეს ესე გზაა, მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგუხვდების მეფე ჩვენი, მშვილდ ფიცხელი მაჴვილ ჴრმალი, აქადაღმე ათ დღე მიხუალ, ნაკვთად სარო ფერად ლალი, რად დაგუწუჱნ უცხოდ უცხომ, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი-

858. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი, ანუ ეგრე ვით გეკეთნეს, ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი, თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვჰსხედით შვება სრულნი, ჩვენნი მჭურეტნი დავაშუჱნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი-

859. იგინი მოშორდეს დაბრუნდა, ყმა გზასა თავის წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა, და ვისი გული რკინასა, მიაცურვებს და მიუბნობს, მოჰსთქუამს მისსავე ლხინასა, ნარგიზნი ქუხან ცრემლსა ჰსწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა-

860. ვინცა გზას ნახნის უცხონი, მსახურებდიან ჰყმობდიან, მოვიდოდიან საჭურეტლად, მას ზედა ჰსტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშუჱბა, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყულაოზი მისციან, ჰკითხის რა უამბობდიან-

861. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა, მინდორს ნახა სპა ლაშქართა, და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისურიან და იზახიან, მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა-

862. კაცი ემთხვია მას ჰკითხა, ჰამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა ისი ვისია, ჴმა ზათქისა და ზარისა, მან ჰკადრა ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, იგი ნადირობს შეუკრავს, ნაპირი ველ შამბნარისა-

863. მათ ლაშქართაკენ წავიდა, მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა შუჱნება, მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა, მისთა შემყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, ხილვა მჭურეტელთა აახლებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა-

864. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა, ორბი სითმე გარდმოფრინდა, ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა არ შეშინდა, შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი ჰსდინდა, გარდაჴდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა არ აქშინდა-

865. იგი რა ნახეს მესროლნი, სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს მოვიდეს, მოეხუჱოდეს ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყუჱბოდეს, ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო, ვერცა რას ეუბნებოდეს-

866. მინდორსა შიგან გორი ჰსდგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა, ღირსი მას თანა სროლასა, ორმოცი კაცი ხლებოდა, მისკენ მიმართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყუჱბოდა, ფრიდონს უკვირდა რა ჰქმნესო, მისთა სპათათვის წყრებოდა-