... (Q-376), XIX ს.

855. ესე ყუჱლაი ასეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა. ცრემლნი მოსწურნა თუალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა აიჭრა, მოეჭდო მოეძმობილა. ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა, მისებრივ არ ვინ შობილა:-

856. უთხრა ძმაო არ გიტყუვე, სრულ ვჰყავ რაცა შემოგფიცე. გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასე დავამტკიცე. აწ დამეხსენ სიკუდილამდის, ვიტირო და თავსა ვიცე. მაგრამ გვედრებ დამარხუასა, მჴეცთ საჭმელად არ მივიცე:-

857. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა. ვინ მიჯნური არ ჰყოფილა, ვის საჴმილი არა ჰსწუავსა. ვის უქნია შენი მჰსგავსი, სხუათა კაცთა ნათესავსა. რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა:-

858. თუ ბრძენიხარ ყოვლი ბრძენი, აპირებენ ამა პირსა. ჴამს მამაცი მამაცურად, ჰსჯობს რაზომცა ნელად ტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება, ასე უნდა ვით ქვიტკირსა. თაჳსისა ცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა:-

859. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ. მინდორს ჰსტირ და მჴეცთა ახლავ, რას წადილსა აღისრულებ. ვისთჳს ჰკუდები ვერ მიხუდები, თუ სოფელსა მოიძულებ. თავსა მჰრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ:-

860. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ საჰჴმილი ჰსდებიან. ვის არ უნახვას პატიჟნი, ვისთჳს ვინ არა ჰბნდებიან. მითხარ უსახო რა ჰქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან. არ იცი ვარდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან:-

861. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამან შეგქმნა ტანად პირად. მიკვირს რად ხარ ეკლიანი, ჰპოვნა შენი რად არს ჭირად. მან ჰსთქუა ტკბილსა მწარედ ჰპოვებთ, ჰსჯობს იქმნების რაცა ძჳრად. ოდეს ტურფა გაიაფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად:-

862. რადგან ვარდი ამას იტყჳს, უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირუჱლ ჭირთა უმუშაკო. უბოროტო ვის ასმია, რაცა საქმე საეშმაკო. რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო:-

863. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე წავიდეთ ნებასა. ნუ მიჰყოლიხარ თაჳსა, თათბირსა გაგონებასა. რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ ჰსდევ წადილით ვნებასა. ასე არ ჰსჯობდეს არ გეტყჳ, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა:-

864. მან უთხრა ძმაო რა გითხრა, ძვრადცა არ ძალმიძს ენისა. ძალი არა მაქუს ხელქმნილსა, შენთა სიტყუათა სმენისა. რად ადჳლად გიჩნს მოთმენა, ჩემთა სასტიკთა სენისა. აწ მივჰსწურვილვარ სიკუდილსა, დრო მომეახლა ლხენისა:-

865. ამას მოკუდაჳ ვილოცავ, გულითა ვითხოვ და ენით. აქა გაყრილნი მიჯნურნი, მუნამცა შეჳყარენით. მუნ ერთმანერთი კულავ ვნახოთ, კულავ რამე გაჳხარენით. მო მოყურეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით:-

866. საყუარელმან საყუარელი, ვით არ ნახოს ვით გაწიროს. მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს. მივეგებვი მამეგებოს, ამიტირდეს ამატიროს. ჰკითხე ასთა ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს:-

867. მართ გარდაწყუჱტით იცოდე, გეტყჳ მართალსა პირასა. სიკუდილი მახლავს დამეჴსენ, ხანსაღა დავყოფ მცირასა. არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ, რომ დავჰრჩე ჴელსა მჴდი რასა. დამშლიან ჩემი კავშირნი, შევრთჳან სულთა სირასა:-

868. რა ჰსთქჳ რას იტყჳ არ მესმის, არცა მცალს ჰსმენად მაგისად. სიკუდილსა ვხედავ ახლორე, ხელს სიცოცხლე მაქუს წამისად. აწ გამიარმდა სულთა დგმა, მეტად ყოვლისა ჟამისად. მუნ მეცა მივალ სად ცრემლსა, ვჰღური მიწად დღით და ღამისად:-

869. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა. ეგ საუბარი მაშინ ჰჴამს, თუცაღა ვიყო ცნობასა. ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა. მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა:-

870. კულავ ეუბნების ავთანდილ, სიტყჳთა მრავალფერითა. ეტყჳს არ მოჰკუდე გერგების, სიტყჳთა რა ოჴერითა. ნუ იქ არა ჰსჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა. ვერ წაიყუანა ვერა ჰქმნა, სიტყჳთა ვერა ვერითა:-

871. მერმე უთხრა აჰა რადგან, არ მამისმენ არას არა. არას გაწყენ ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მჰცდარა. თუ სიკუდილი გიჯობს მოკუჱ, ვარდი დაჭნეს დაცამჭკნარა. ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ ცრემლი ამად ღუარა:-

872. სადა ჲინდონი ბროლვარდსა, სარუჱნ გიშრისა სარითა. მას მოვეშორუჱ წამოველ, სიჩქარით არ სიწყნარითა. ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა. შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვჰსთქუა რითა:-

873. ნუ გამჰგზავნი გულმოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი. ერთხელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მჴდელი. ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სევდა ესე აწინდელი. მე წავალ და შენ დაგაგდებ, იყავ მაგა ჭირთა მზრდელი:-

874. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა. იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა. ლერწმისა სარსა დაჰსდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა. დაიმორჩილა იამა, არ ივაგლახა არ ვებდა:-