... (S-2781), XIX ს.

835. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან ღაწუნი გაეწითლის ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქუაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქვაბთა კარსა

836. რა ასმათმან დაინახა მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების ყმა გარდახდა მოეხვია აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს მოსლვა დია ეამების

837. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა ზღუათაცა შესართავითა კადრა რა წახუჱლ გაიჭრა ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა

838. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა უთხრა აჰა დაო ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა

839. თუ უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივცილდი რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა რად შემართა ვით გაპირდა მაგრამ ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა

840. კულავ ქალი ეტყვის მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა მაგრამ რა გაბრჭო მართალი ნუ მეჭვ რასაცა თნებასა რა გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა

841. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავს არ იცი მას რომე ცეცხლნი სწვიდიან

842. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა მაგრამ ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშურების გაცუდების გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა

843. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია არა თუ კაცთა სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე თუალთაგან ცრემლი სდენია თჳთ რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია

844. მას წამავალსა ვკითხევდი დამწვარსა ცეცხლმოდებულსა მოვიდეს რა ჰქმნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღამნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულსა ამათ არ დავყრი არეთა არ გავსტეხ მისს ქადებულსა

845. მას ზენაარსა არ გავუტეხ მას ფიცსა არ ვერცუები მას პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუჱბი თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხუდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

846. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრესლისა მაქუს ველთა მოსალბედისა მსჯის განმრავლება ჴელქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა დავვიწყებივარ სიკუდილსა ნახეთ ნაქმარი ბედისა

847. ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია ვინ მოყუარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე ქმენ რაცა შენი ფერია

848. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად მაგრამ გაბრჭე რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად გამოჭრილვარ სახლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად

849. ბროლსადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახელ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსულითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცულად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ

850. პატრონი ჩემი გამზრდელი ღმერთისგან დიდად ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღუთისაგან კარგსა აღარას მოველი

851. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა არ უტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასრულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა

852. დაო მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა თქმულთა ვით რა ვკადრო წავალ ვძებნი ანუ ვპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო თ ურე ბედი აზომ თურე მიკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო

853. ამის მეტი აღარა სთქუა ატირდა და წამოვიდა ქუაბი ჩავლო წყალსა გახდა შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

854. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვკუდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა