..., 1860 წ.

954. თუ უმისოდ სოფელს ყოფნა. რადგან ჭირად არ მიღირდა რად დავუდი რად მივცილდი. რად ვერ გაძლო რა მიჭირდა მან გატეხა ზენარისა. რად შემართა ვით გაპირდა და მაგრამ ავის ბედისაგან. ჩემი სადმცა გამიკვირდა.

955. კვლავ ქალი ეტყვის მართალ ხარ. მაგისა დამძიმებასა მაგრამ რა გაბრჭო მართალი. ნუ მეჭვრასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცისა. და პირის გასრულებისა და იგი უგულო მოელის. მართ დღეთა შემოკლებასა.

956. გული ცნობა და გონება. ერთმანერთზედა კიდიან რა გული წავა იგიცა. წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს. კაცთაგან განაკიდიან- და შენ არ გინახავს არ იცი. მას რომე ცეცხლი სწვიდიან.

957. შენ უმართლე ხარ ემდურვი. შენ გაეყარე ძმობილსა მაგრამ ვით ითქმის ვით გახდა. ვითა გიამბო ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების. გული შელამის ლმობილსა და ამას ვით ვაზრობ მინახავს. მე უბედურსა შობილსა.

958. ჯერ მისი მსგავსი სასჯელი. არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი. ქვათაცა შენაძრწენია დილარჯად კმარის მას რომე. თვალთაგან ცრემლი სდენია და თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ. სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

959. მას წამავალსა ვკითხევდი. დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა მოვიდეს რა ქნას ავთანდილ. მისსა ვე დავედრებულსა მიბრძანა მიღმა მნახავდეს. მე მისთვის გაცუდებულსა და ამა არეთა არ დავყრი. არ გავტეხ მის ქადებულსა.

960. მას ზენა არსსა არ გავტეხ. მას ფიცსა არ ვერცუვები მას პაენამდინ მოუცდი. რაზომცა გამდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს. თქვას ვაგლახი და უვები და ცოცხალი დავხვდე უკვირდეს. სიცოცხლე არს სათუები.

961. ჩემთვის გარდახდა მას აქათ. გაყრა მზისა და მთვარისა ოდენ მოდენა ცრემლისა. მჭირს ველთა მოსალ ბედისა მრჯის გამვრავლება ჴელ ქმნილსა. სულთქმისა ზედა ზედისა და დავიწყებილვარ სიკვდილსა. ნახე ნაქმარი ბედისა.

962. ესე არაკი მართალი. ჩინეთს ქვაზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს. იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას. ვერ ვარდი გვანდეს ვერია და თუმცა მონახავ მონახე. ქენ რაცა შენი ფერია.

963. ყმამან უთხრა უმართლე ხარ. არ მამართლო მდურვად მისად მაგრამ გაბრჭევ რა მიქნია. სამსახური ტყვესა ტყვისა გამოვჭრილ ვარ სახლით ჩემით. ვით ირემი ძებნად წყლისად და მას ვეძებ და მას ვგონებ. ვიარები ველთა ვლისად.

964. გამოვჭრილვარ საძებრად. ვერვის ძალ აქვს ჩემოდნება უდაბურთა ტყეთა ვლახავ. ჭირი მაქვს და მრავლად ვნება მემცა ვითა დავეურჩე. რა მოვიდეს ღ~თსა ნება და მისგან კიდე არვის ძალუცს. ამა ჩემთა ცეცხლთავსება.

965. ვიარები ღ~თსა სადა. ცის კიდენი დამეყარის გარდვეკარგვი სხვათა გზათა. ვერ ვინ მნახოს მე აქ აროს ვენუკვი თუ თავსა ჩემსა. ტკბილი სული ჯერ არ ყაროს და მის ნახვისთვის სიმრგვლე ცისა. ჩემად შემწედ მოიყაროს.

966. ბოლოდ სადაფნი მარგალიტსა. ლალის ფერსა სცვენ და ფარვენ მას მოვშორდი ვერ ვიახელ. ვერ ვისურვე ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსვლითა. მზისა სწორნი მოვიმდურვენ და ნაცვლად მათად წყალობათა. მათი გული შევიურვენ.

967. პატრონი ჩემი გამზრდელი. ღ~თისაგან დიდად ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე. ცა წყალობითა მთოველი მას უორგულე წამოველ. მართ დავივიწყე ყოველი და მისი შემცოდე ღ~თისაგან. კარგსა აღარას მოველი.

968. ესე ყველაი ასე მჭირს. დაო ბედითა მისითა არ უტყუვე მოვსულვარ. მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასულა. ვიწვი ცეცხლითა ვისითა და ცუდ მაშვრალი და მტირალი. ქვე ვზი პირითა მქისითა.

969. დაო მეტსა საუბარსა. აღარ მომცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა. ბრძენთა სიტყვა გავადარო წავალ ვძებნი ანუ ვპოვებ. ან სიკვდილი მოვადარო და თვარემ ბედი აზომ თურმე. მიკვირს ღ~თისა რაღა ვკადრო.

970. ამის მეტი აღარა თქვა. ატირდა. და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალს გავიდა. შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი. ლალის ფერსა ვარდსა ზვრიდა და რად მიმეცო ამა ჭირსა. ბედსა ამას უზრახვიდა.

971. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე. შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა. რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი. ვარ საქმესა წარსაწყმედსა და მოვკვდე თავი არ მეწყალვის. ჩემი სისხლი ჩემსა ქედსა.

972. მოყვარემან ვარდის კონა. გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული. მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო. ჩემი ლხინი გარდასრულა და სხვა მოყვარე თავსა ჩემსა. გაკიცხული გაბასრულა.

973. კვლავ იტყვის მიკვირს ნაღველი. კაცისა მის ჭკვიანისა რა მჭმუნვარებდეს რას არგებს. ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა. საქმისა დასაგვანისა და აწ მეცა მიჯობს მონახვა. მის მზისა ლერწამ ტანისა.