..., 1860 წ.

1082. ყმა მოტირალი სამოც ათ დღე. ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი. მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა კითხა ვინ ხართ. თქვენ ამისას გნუკევ თქმასა და ეს სამყოფი ვისი არის. ან მორჩილობს ვისსა ჴმალსა.

1083. მათ მოახსენეს ტურფაო. სახითა და ნაგებითა გვეუცხოვე და გვეკვეთე. მით გეუბნებით ქებითა აქამდი მზვარი თურქთაა. მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა და ჩვენცა ვისნი ვართ გიამბობთ. თუ ჭვრეტით არ დავდნებითა.

1084. ნურადინ ფრიდონ მეფეა. ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მჴნე უხვი ძლიერი. ფიცხლად მამხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალ უცს. მის მზისა ოდნად მშვენისა მსგავსი ცის შუქთა მფენის და იგი არს ჩვენი პატრონი. მსგავსი ცის შუქთა მფენისა.

1085. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო. კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ. მასწავლეთ თუ საით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ. ან გზასა აქვს რა სიდიდე და მენავეთა უწინამძღვრეს. რა დააგდეს გზამდის კიდე.

1086. მოახსენეს ესე გზაა. მულღან ზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი. მშვილდ ფიცხელი მახუილ ხმალი აქა დაღმე ათს დღესა მიხვალ. ნაკვთად სარო ფერად ლალი და ვაი რად დაგწვი უცხომ უცხო. რად მოგვიდე ცეცხლებრ ალი.

1087. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო. რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს. ვარდი ზამთრის ფერ ნაკლულნი თქვენცა მაშინ გენახენით. ლაღნი ვსხედით არ საპყარნი და ჩვენი მჭვრეტნი დავაშენით. ჩვენგან სხდიან მხიარულნი.

1088. იგი წავიდნენ დაბრუნდა. ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა. და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს. მოსთქვამს მისსავე ლხინასა და ნარგიზი ქუხს და ცრემლსა სწვიმს. ჩარცხის ბროლისა მინასა.

1089. ვინცა გზასა ნახნის უცხონი. მსახურობია ყმობდიან მოვიდიან და სჭვრეტდიან. მას ზედან სტრიალობდიან ეძნელებოდის გაშვება გაყრასა. ძლივღა სთმობდიან და გზის ყოლაუზი მისციან. რაც ჰკითხის უამბობდიან.

1090. მუღან ზანზარს მიახლოვდა. ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა. და ნადირთა გვანდნენ მსვრველსა ყოვლგნით ალყა შემოერტყა. მოსდგომოდეს გარე ველსა და ისვრიან და იძახიან. მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.

1091. კაცი ემთხვია მას კითხა. ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია. ჴმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე. მეფე მულღან ზანზარისა და იგი ნადირობს შეუკრავს. ნაპირი ველ შამბნარისა.

1092. მათ ლაშქართაკენ წავიდა. მით უსახოსა ქცევისა გამხიარულდა შვენება. მის ყმისა ვსთქვიცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს. შემყრელთა დასწვავს მზევითა და ნახვა მჭვრეტელთა ახელებს. ტანი ლერწმობდა ხე ვითა.

1093. მათ ლაშქართა კენ წავიდა. ყოლბსა შუა. ორბი საითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტივა. გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცა და ჩამოაგდო. დაეცა და სისხლი სდინდა და გარდახდა და ფრთენი დასჭრა. წყნარა შეჯდა არ აქშინდა.

1094. იგი რა ნახეს მესროლნი. სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს. მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქეთ უვლიდეს. ზოგნი უკანა ჰყვებოდეს და ვერცა კადრებდეს ვინ ხარო. ვერცარა - ეუბნებოდეს.

1095. მინდორს შიგან გორი დგას. ფრიდონ მას ზედან დგებოდა ღირსნი მას თანა სროლასა. ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ გაემართა ავთანდილ. მას თანა ყოლბა ყვებოდა და ფრიდონს უკვირდა რა ყვესო. მისთა სპათათვის სწყრებოდა.

1096. ფრიდონ მონა გაუგზავნა. წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს. სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლავ მოეგება. ნახა სარო მორჩი ტანი და დადგა თვალი გაურეტდა. დაავიწყდა სიტყვის თქმანი.

1097. ავთანდილ სცნა თუ ისია. მოანბე ჩემად რებული აწ უთხარ შენსა პატრონსა. ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი. სამყოფთა მოშორვებული და ძმათ ფიცი ტარიელისა. თქვენს წინა მომგზავრებული.

1098. მონა წავიდა ფრიდონის. თხრობად ამბისად მისისად უთხრა მზე ვნახე მოსული. ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდეს. თუ ბრძენთა ნახოს ისისად და ძმა ვარ ტარიელისა. შეყრად ფრიდონის მქისისად.

1099. რა ტარიელ მოისმინა. ფრიდონს ჭირნი უმსუბუქდა თვალთა ცრემლი გარდმოსცვივდა. გული უფრო აუჩქარდა მონაქროლმან ვარდი დაზრა. წამწამთაგან ბუქი ბუქდა და შეიყარნეს ერთმანერთი. მათგან აქო არ გაუქდა.

1100. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო. ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედა მან ესე თქვა თუ. არ მზეაო ისი ვინა მას მეტობდა რაცა ქება. მონისაგან მოესმინა და ერთმანერთსა გარდეხვივნენ. ლხინმა ცრემლი აფრქვევინა.

1101. მოეხვივნეს ერთმანერთსა. უცხოებით არ დარიდონ თვით უსახოთ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ. მზე მათ თანა გააფლიდონ და მამკალ ბაზარს სხვა მათ ებრი. ივაჭრონ რა ან გაყიდონ.