..., 1860 წ.

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებას.

1070. მიმავალი ცასა შესტირის. ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გეაჯები. შენ უმძლესა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალსა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა და მე მუნ გამყრი საყვარელსა. ნუ შემიცვლი ღამე დღესა.

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან.

1071. მო მზუალო მამიმატე. ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე. სიბნელესა მიმეც ხშირსა შემომყარე კაეშანი. ტვირთი მძიმე ვითა ვირსა და მას უთხარ თუ ნუ გასწირავ. შენია და შენთვის ტირსა.

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან.

1072. ჱე მუშთარო გეაჯები. შენ მართალსა ბრჭესა სრულსა მო უყავ სამართალი. გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ სამართალსა. ნუ წაიწყმედ ამიდ სულსა და მართალი ვარ გამიკითხე. რად მიწყლულებ მისთუის წყლულსა.

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან.

1073. მოდი მარიხო უწყალოდ. დამჭერ ლავრითა შენითა შემცა მღებე და შემსვარე. წითლად სისხლისა დენითა მას უთხარ ჩემი პატიჟი. მას გააგონენ ენითა და როგორ გავსრულვარ შენ იცი. გული აღარა ლხენითა.

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან.

1074. მოდი ასპაროზ მაგრგე რა. მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე. მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა. დაშვენებითა მაგითა და ვისმე ჩემებრსა დააგდებ. გარდა ცნობითა შმაგითა.

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან.

1075. ჱე ოტარიდო შენგან კიდე. არვის მიგავს საქმე სხასა მზე მაბრუნებს არ გამიშვებს. შემიყრის და მიმცემს წვასა დავჯე წერად ჭირთა ჩემთა. მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა და კალმად მიკვეთ გაწყობილსა. ტანსა წვრილსა ვით ლერწამსა.

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან.

1076. მო მთვარეო შემიბრალე. ვილევი და შენებრ ვმჭკნდები მზე გამავსებს მზევე გამლევს. ხან ვსუქდები ზოგჯერ ვმჭლდები მას უანბე სჯანი ჩემი. რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები და მოდი უთხარ ნუ გამწირამს. მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

1077. აჰა მოწმობენ მასკვლავნი. შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი. და ზუალ ჩემთუის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი. მოვლენ და მოწმად მყვებიან და მას გააგონე რანიცა. ცეცხლი უშრეტი მდებიან.

1078. აწ გულსა ეტყვის ვითამცა. მდის ცეცხლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკვლა თავისა. ეშმა ძმად თურმე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელ ქმნილსა. თმად ყორნის ბოლო სთმობია და მაგრამ თუ ჭირსა არ დასთმობ. ლხინი რა დასათმობია.

1079. თუ დავრჩეო ესე მიჯობს. სიცოცხლესა ეტყვის თუსა ნუ თუ მიმხვდეს ნახვა მზისა. ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიმღერის ჴმასა ტკბილსა. არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა და მისთა ჴმისა თანა ჴმასა. ბულბულიცა გვანდის ბუსა.

1080. ეს ესმოდის მღერა ყმისა. სმენად მჴეცნი მოვიდიან მისვე ჴმისა სიტკბოსაგან. წყლით თევზნიცა გამოხდიან ისმენდია გაჰკვირდიან. რა ატირდის ატირდიან და იმღერს ლექსა საბრალოსა. ღვარისებრივ ცრემლნი სდიან.

1081. მოვიდიან შესამკობლად. ქვეყნით ყოვლნით სულიერნი ტყით ნადირნი წყალში თევზნი. ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდოთ არაბთ საბერძნეთით. მაშრიყნი და მაღრიბელნი და რუსნი სპარსნი მოფრანგენი. და მისრეთით მეგიპტელნი.

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა.