..., 1860 წ.

974. ყმა გაემართა საძებრად. მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უძახის უყივის. დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდის მოვლო ყოველი. შამბი ხევნარი ტყე ველი და ვერ პოვა მივა მჭმუნვარე. ვერას ამბისა მცნეველი.

975. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე. ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა. რა სა სჯელი მამივლინე გამკითხველო გამიკითხე. აჯა ჩემი შეისმინე და დაამოკლენ დღენი ჩემნი. ჭირნი ამით მამილხინე.

პოვნა ავთანდილისაგან, ტარიელისა ლომ ვრფხი რომ დაეხოცნეს:

976. მოვიდოდა მიუბნობდა. ყმა მტირალი ფერ შეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა. ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირთა. დგა სადავე უკუყრილი და თქვა უცილოდ იგიაო. არად უნდა ამას ცილი.

977. რა შეხედა ყმასა გულმან. გაუფეთქდა გაუნათლდა აქა ლხინი დაღრეჯილსა. უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა. ბროლი ბრლოდა სათი სათდა და ვით გრიგალმან ჩაირბინა. არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

978. რა ტარიელ დაინახა. გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკვდილისა. ჯდა და პირი დაეღრიჯა საყელონი გარდაეხივნეს. თავი სრულად გაეგლიჯა და მას აღარა შეესმოდა. სოფლით გაღმა გაებიჯა.

979. ერთკენ უცს ლომი მოკლული. და ხმალი სისხლ მოცხებული კვლავ სხვაგან ვეფხვი უსისხლო. მკვდარი ქვე დანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან. ცრემლი სდის გაფიცხებული და მუნ ეგრე გულსა უნათობს. ცეცხლი მცხინვარე ცხებული.

980. თვალთა ახმაცა ზარედვა. სრულად მისდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკვდილსა. მოშორვებოდა სიკვდილსა ყმა სახელ დებით უყივის. ლამის სიტყვითა კრთობასა და ვეღარ ასმინა გარდიჭრა. ძმა გამაჩენს ძმობასა.

981. ჴელთა ცრემლსა უწურამს. თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უყივის. მართ სახელ დებით სახელსა ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს. შენთვის გაჭრილსა და ხელსა და მას არა დია შეესმის. რეტსა თუალ დაუფახველსა.

982. ესე ყველაი ასრეა. რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან. ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა. მოეჭდო მოეძმობილა და ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა. მათებრივ არვინ შობილა.

983. უთხრა ძმაო არ გიტყუვე. გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან. ფიცი ასე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკვდილამდი. ვიტირო და თავსა ვიცე და მაგრამ გვედრებ დამარხვასა. მჴეცთ საჭმელად არა მიმცე.

984. ყმამან უთხრა რა შიგან ხარ. შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა. ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგავსი. სხვათა კაცთა ნათესავთა და რად სატანას წაუღიხარ. რად მოიკლავ ნებით თავსა

985. თუ ბრძენი ხარ ყველად ბრძენი. აპირებენ ამა პირსა ხამს მამაცი მამაცური. სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება. ასრე უნდა ვით ქვიტკირსა და თავისისა ცნობისაგან. ჩავარდების კაცი ჭირსა.

986. ბრძენი ხარ და გამორჩევა. არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს სტირ და მჴეცთა ახლავ. რას წადილსა აისრულებ ვისთვის კვდები ვერ მიხვდები. თუ სოფელსა მოიძულებ და თავსა მთელსა რად შეიკრავ. წყლულსა ახლად რად იწყლულებ

987. ვინ არ ყოფილა მიჯნური. ვის არ სამილი სდებიან ვის არ უნახავს პატიჟი. ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქნილა. სული რად ამოგხდებიან და არ იცი ვარდი უეკლოდ. არ ვისგან მოიკრეფიან

988. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა. რამან შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი. შოვნა შენი რად არს ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარედ ჰპოვებს. ჰსჯობს იქნება რაცა ძჳრად და ოდეს ტურფა გაიაფდეს. აღარა ღირს არცა ჩირად.

989. რადგან ვარდი ამას იტყვის. უსულო და უასაკო მაშე ლხინსა ვინ მოიმკის. პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია. რაცა კარგი საეშმაკო და რად ემდურვი საწუთროსა. რა უქნია უარაკო

990. ისმინე ჩემი თხრობილი. შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიყოლიხარ თავისა. თათბირსა გამონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქენ. ნუ სდევ წადილსა ნებასა და ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი. რად მეჭვ რასაცა თნებასა.

991. მან უთხრა ძმაო რა გითხრა. ძრვაცა არ ძალმიცს ენისა ძალი არა მაქვს ხელ ქმნილსა. შენთა სიტყვათა სმენისა რა ადვილად მიჩნს მოთმენა. ჩემთა სასჯელთა თმენისა და აწ მივსწურვილვარ სიკუდილსა. დრო მომეახლა ლხენისა.

992. მას მოკვდავი ვილოცავ. არ ოდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი. მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახეთ. კვლავ რადმე გავიყარენით და მოდით მოყვარეთა დამმარხეთ. მიწანი მამაყარენით.