..., 1860 წ.

897. რაცა ღ~თსა სწადდეს. არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა მომლოდინე. ვარდი სამდღე არ გახმების თვალთა ტურფა საჭვრეტელი. ტურფად რადმე დაშვენდების და მე ვით გავსძლო უმისობა. ანუ ჩემგან ვით ეგების.

898. რაზომცა სწყრები შემინდევ. შეცვლა მცნებისა თქვენისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა. მე მაგისისა თნებისა აწ წასვლა იყო წამალი. ჩემთა სახმილთა გზნებისა და სადაცა ვიყო რა მგამა. მყოფაცა მქონდეს ნებისა.

899. არას გარგებს სამძიმარი. უსარგებლო ცრემლთა დენა არ გადავა გარდუვალად. მომავალი საქმე ზენა წესი არის მამაცისა. მოჭირვება ჭირთა თმენა და არვის ძალუძს ჴორციელსა. განგებისა გარდავლენა.

900. რაცა ღ~თსა გაუგია. თავსა ჩემსა გარდასავლად გარდახდეს და შემოვიქცე. აღარ დამრჩეს გული ალვად თქვენვე გნახო მხიარული. დიდებით და დოვლათ მრავლად და მას რა ვარგო დიდებითა. კმა არს ჩემად ესე დავლად.

901. მეფეო ესე თათბირი. მამკალ ვინცა დამიწუნოსა მეფეო ნუ თუ წასვლამან. თქვენ ჩემმან მოგაწყინოსა ვერ ვეცრუვები ვერ უზამ. საქმესა საძაბუნოსა და პირის პირ მარცხვნის ორნივე. მივალთ მას საუკუნოსა.

902. არ დავიწყება. მოყვრისა. აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა უაუგოსა. ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუვები ვერ უზამ. მას ჴელმწიფესა სვიანსა და რა უარია მამაცსა. სულ დიდსა წასვლა გვიანსა.

903. რა უარია მამაცსა. ომშიგან პირის მხვეჭელსა შედრეკით შეშინებულსა. და სიკვდილისა მვეჭველსა კაცი ჯაბანი რითა სჯობს. დიაცსა ქსელსა მბეჭელსა და სჯობს სახელისა მოხვეჭა. ყოველსა მოსახვეჭელსა.

904. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა. გზა ვიწრო და ვერცა კლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს. სუსტი და ძალ გულოვანი ბოლოს შეყაროს მიწამან. ერთგან მოყმე და მცხოვანი და სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა. სიკვდილი სახელოვანი.

905. მერმე ვიშიშვი მეფეო. თქვენად კადრებად ამისად მცთარა და სცთების სიკუდილსა. ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთვის. ერთგან დღისა და ღამისად და თუ ვერა გნახო ცოცხალმა. სიცოცხლე მქონდეს ჟამისად.

906. თუ საწუთრომან დამამხოს. ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოვკვდე ღარიბად. ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა. და ვერცა მისამდობელმან და მუნ შემიწყალოს თქვენმანვე. გულმან მოწყალედ მშობელმან.

907. მაქვს საქონელი ურიცხვი. ვერ ვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე. ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი. ობოლი არას მქონები და მიღვწიან მამიგონებენ. დამლოცვენ მოვეგონები.

908. ღ~თსა მავედრებდეს მრავალი. გლახაკნი გულ მჴურვალენი და მჴსნას ჴორცსა და სოფელსა. ნუმცა რას შევიცვალები კვლავ ცეცხლი ჯოჯოხეთისა. ნუმცა მწვამს იგი ალები და მამცეს მე მკვიდრი მამული. მუნ ჩემი სასურველები.

909. დამსხნას ბნელსა და შემმოსოს. ნათელი ზესთა ზენისა მუნ დამიუნჯოს წამალი. სადა ძეს წყრულთა ლხენისა ჩემი არ ქონდეს შეძლება. სოფლისა მღილთა კბენისა და ფრთენი მამესხნეს და ძალი. მამეცეს აღმა ფრთენისა.

910. რაცა თქვენი არ ვარგოდეს. საჭურჭლეთა დასადებლად მიეც ზოგი ამხანაგათა. ზოგი ხიდთა გასადებლად ნურა გშურს რა საქონელი. ჩემი ჩემთვის წასაგებლად და შენგან კიდე არვინ მივის. ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

911. ამას იქით ჩემგან ჩემი. ამბავიცა არ გემცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა. წიგნი მკადრებს არგეთნევის არას გარგებს ეშმაკისა. საქმეთაგან დაეძლევის და შემინდევ და შემივედრე. მკვდარსა რაღა გარდმხდევის.

912. გვედრებ მეფეო შერმანდინს. მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ. ამ წელიწადსა წლეულსა ნუ გეშინის ეც წყალობით. ჩემგან წყალობა ჩვეულსა და ნუ დაადინებ თვალთაგან. ცრემლსა სისხლითა ფრქვეულსა.

913. დასრულდა ჩემი ანდერძი. ჩემგან ნაწერი ხელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი. წაველ გულითა ხელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი. ნუ ხართ მოსილი შავითა და სუფევითამც ხართ შვებულნი. მტერთაგან საკრძალავითა

914. მისცა ანდერძი შერმანდინს. რა გაათავა წერითა უთხრა კადრე მეფესა. საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ. სამსახურითა ვერითა და მოეხვია და ატირდა. ცრემლითა სისხლთა ფერითა.

915. ყმა შეკაზმული წავიდა. ცრემლითა მოერწყო ველი მზე ჩაუსვენდა დაეცა. არაბეთს ბინდი ყოველი ჴამს შეპოება მაღლისა. ვინცა რასა ჭირსა მოველი, და მიზგითას მივა ღ~თისაგან. გამარჯვებისა მთხოველი.

ლოცვა ავთანდილისაგან, და მიზგითას გაპარვა: