..., 1860 წ.

916. ილოცავს იტყვის მაღალო. ღ~თო ჴმელთა და ცათაო ზოგჯერ მიმცემო პატიჟთა. ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო. უფალო უფლებათაო და მომეც დათმობა სურვილთა. მფლობელო გულის თქმათაო

917. ღ~თო ღ~თო გეაჯები. რომელი ფლობ ზენათ ზესა შენ დაბადე მიჯნურობა. შენ აწესებ ამა წესსა მე სოფელმან მამაშორვა. უკეთესსა ჩემსსა მზესა და ნუ აღმიფხვრი სიყვარულსა. მისგან ჩემთვის დანათესსა.

918. ღ~თო ღ~თო მოწყალეო. არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა. რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა. ღამით მავნებს გამორიდე და თუღა დავრჩე გმსახურებდე. შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე.

919. რა ილოცა ცხენსა შეჯდა. მალვით კარნი გაიარნა შერმანდინცა დააბრუნა. თუცა ვანი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს. საბრალომან ცრემლნი ღვარა და პატრონისა ვერა მჭვრეტმან. ყმამან რამცა გაიხარნა.

920. მოსთქვამს იტყვის ვაი მზეო. შენი ადგილი ჩრდილდების შენ მოგეშორე დაღამდა. ჩემთვის აღარა დილდების მე მანდით მესვრის ისარსა. ერთიცა არ ამცილდების და გამყარე ლხინსა ყოველსა. აწ თვალთა ცრემლი მილდების.

921. აწ ამბავი სხვა დავიწყოთ. ყმასა წავყევ წამავალსა შეექნა დარბაზობა მას. დღე როსტევანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქუშად ადგა. ჰგავს თუ ადენს პირით ალსა და ჴმობა ბრძანა ვეზირისა. მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

922. რა ვეზირი მოწიწებით. დარბაზს ნახა შემოსული როსტენ უთხრა აღარ მახსოვს. გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე. ვერ დავიღე დიდხან სული და აზომ რომე გაგათრიე. შენ ვაზირი გულის გული.

923. თურა გახსოვს რა უნდოდა. ასრე ავად რად გაგხადე მართლა უთქვამს მოციქულთა . წყენაო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუ ოდეს იქ. საქმე ხოლმე მოიცადე და აწ მითხარ თუ რას იტყოდი. თქვი და სიტყვა გააკვლადე.

924. კვლავ მოახსენა ვაზირმან. სიტყვანი გუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა. პასუხი არ ნაკრძალევი შენ თუ უშმაგო ყოფილხარ. ვარმცა ურია მე ლევი და კვლავ ამის მეტსა ნუ მასმენ. თვარა მე სრულად გელევი.

925. რა გამოვიდა ვეზირი. ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს. მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შეველ. მახსოვან დღენი წინანი და ვიცაღა კადრებს მან კადროს. რაცა ვსთქვი მასცა ვინანი.

926. რა ვაზირი, არ შევიდა. კვლავ მეფემა კაცი გზავნა კაცმან სცნის და გარეთ დადგის. წასვლა ვერვინ გაამჟღავნა როსტენს ეჭვი შეუიდა. ჭმუნვა ამით გაამთავნა და თქვა უცილოდ გაიპარა. ვინ მარტომან ასთა ავნოა.

ცნობა როსტევან მეფისაგან. ავთანდილის გაპარვით წასვლისა:

927. თავ დადრეკით იგონებდა. ჭმუნვა ჰქონდა გულსა დიდი უშნი ქნა დაახედნა. უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს. შემოვიდეს იგი ფლიდი და რა ვეზირი შემობრუნდა. ფერი კრთა და ჰქონდა რიდი.

928. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი. დაღრეჯიდ არ მხიარულად მეფემან კითხა წასულა. მზე დაუდგომლად მთვარულად მან მოახსენა ყველაი. ვით წასულიყო ფარულად და მზე აღარა ნათობს ჩვეთანა. დარი არ დარობს დარულად

929. რა მეფემან მოისმინა. დაიძახა მეტის მეტნი მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო. ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირს იხოკდის წვერს იგლეჯის. გააკვირნა მისი მჭვრეტნი და სად წახველ და სად დაგკარგე. სინათლისა ეგე სვეტნი.

930. თუ თავი შენი შენ გახლავს. ღარიბად არ იხსენები მაგრამ მე რავქნა გაზრდილო. აწ სახლად მმართებს სენები განაღარიბე დამაგდე. გულსა გლახ ვისთვის ენები და შენად შეყრამდი პატიჟთა. ჩემთა ვერ იტყვის ენები.

931. ოდეს გნახავ მხიარულსა. ნადირობით შემოსულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა. ტანსა მჭევრსა ჯვარსრულსა ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა. სასმენელად მაგ სრულსა და აწ უშენოდ რა გლახ უყო. საჯდომა და სრასა სრულსა.

932. ვიცი არ მოგკლამს შიმშილი. რაზომცა დია ირები შენ შენი მშუილდი დაგარჩენს. შენთა ისართა პირები ნუ თუ კვლავ ღ~თნ წყალობით. გაგიადვილოს ჭირები და მაგრამ თუ მოვკვდე გაზრდილო. ვის განღა დავიტირები.

933. ზარი გაისმა შემოკრფა. ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია. ხელთა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი. ჴმა ისმის თავსა ტკაცისა და თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა. რადგან მზე მიგვიდრკა ცისა.

934. რა მეფემან დიდებულნი. ნახა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩემმან. შუქი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევცოდეთ. რად დაგვყარნა რად გაგვწირნა და სპანი მისგან დაჭირულნი. ვინცა ვითა დაგვიჭირნა.