..., 1860 წ.

1031. ვარდი ამას ვით იაზრებს. მზე მამშორდეს არ დავჭკნეო იტყვის ჩემო ვით ეგების. რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე. თავი სრულად გაიკლდეო თუ მოგვხდეს ნახვა მისი. სულთა სრულად ნუ დალეო.

1032. სული დადუმდეს დაიღეს. ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდნენ. მათ ებრ საჴმილი გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხვისა. რომელ კვლავ მიწყივ გებოდა და ორნივე დასხდეს უბნობდეს. რაცა მათ იამებოდა.

1033. მწვადი შეწვეს და შეიქნა. პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურისა. არა სიდიდე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო. ძალი არ ქონდა ჭამისა და სცოხნის ლუკმა და გასტყორცის. წონა ძლივ ჩანთქმის დრამისა.

1034. ამოა რომ კაცი კაცსა. ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას. არ ცუდათ წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებოს. ცეცხლი რაზომცა სდებოდეს და დიდი ლხინი ჭირთა თქმა. თუ კაცსა მოუხდებოდეს.

1035. მას ღამესა ერთად იყვნეს. იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს. თავ თავისად მათი ჭირნი რა გათენდა კვლავ დაუწყეს. საუბართა სიტყუა ხშირნ.ი და ერთმანერთსა მოაგონეს. ფიცნი პირველ დანაპირნი.

1036. ტარიელ იტყვის რად უნდა. სიტყვისა თქმაღა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია. ღ~თი მზღველ არს ვალისა კმარა ზენარი ზენარად. არ ნაქვამია მთვრალისა და არ დავიწყება მოყრობა. მოყვრისა წამავალისა.

1037. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ. კვლავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების. არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი. სოფლისა ქნითა წესითა და წადი დაბრუნდი შეიქეც. მუნითვე შენი მზესითა.

1038. ვინ დამბადა განკურნებად. ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმისთ გაიგონეთ. მით გავჭრილვარ ჴელი ველად რაცა მართებს გონიერთა. ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად და აწ ნობათი ხელობისა. მამხდომია მით ვარ ხელად.

1039. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა. პასუხი მაგა თქმულისა აწ ეგე სიტყვა არ არის. კაცისა ბრძნად მსწავლულისა ღ~თისაცა ვით არ შეეძლოს. კვლავ განკურნება წყლულისა და იგია მზრდელი ყოვლისა. დათესულ დანერგულისა.

1040. ღ~თსამცა ესე რად ექნა. ეგეთი დავებადენით აღარ შეგყარა გაგყარა. ჴელი გქნა ცრემლთა დენითა სდევს ფათერაკი მიჯნურსა. ჭვრეტით გაიცადენითა და თქვენ ერთმანერთსა არ მიხვდეთ. მე სული ამომხდენითა.

1041. ნეტარ მამაცი ვინ არის. არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა დადრეკა რად უნდა. რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია. თუმცა სოფელი ძვირია და რაცა მიწვრთნიხარ იწვართე. გკადრო უწვრთელი ვირია.

1042. თუ რა გესმის გაიგონე. ეს სწავლა კმარა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე. თქვენს წინაშე წამოსვლად მოვახსენე რადგან ჩემი. შეუქნია გული ალვად და არას ვარგებ არ დავდგები. სხვა ვიუბნო რაღა მრავლად.

1043. მან მიბრძანა მადრიელ ვარ. კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა. მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოვსულვარ. არა მთვრალად არ მახმურად და აწ შევიქცე რა უამბო . რად მოხველო ჯაბან ხრდულად.

1044. მაგ საუბარსა ესე სჯობს. ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა. კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა. ვარდი უმზეო ჭკნობილი და შენ ვერას არგებ მე გარგებ. ძმა ძმისა უნდა ძმობილი.

1045. სადაცა გწადდეს მუნ იყავ. მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა. გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა. ანაგებითა ნაგითა და ოდენ გამაგრდი არ მოკვდე. არ დასდნე ცეცხლთა დნობითა.

1046. ამის მეტსა არას გნუკავ. წელიწადსა ერთსა მსგეფსსა აქავ ქვაბსა მომნახვიდე. მე ამბავსა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ. დროსა ამას ვარდ იეფსა და ვარდსა ნახვა გაგაკრთობდეს. მართ ვვითამცა ძაღლი ყეფსა.

1047. ვირ ვარდი იყოს და მზეს ჯდეს. კირჩხიბსა და საროტანსა აქავ ქვაბსა მომნახვიდე. მოარებდი ლომო ტანსა ვერას ვპოვებ ეგრე მოვალ. თუ რას ვპოვებ მოსატანსა და უაქადა არ დავსდგები. ერანს ვალ თუ ზაულ ტანსა.

1048. ამა დროსა გარდავსცილდე. აქავ ქვაბსა არ მოვიდე სცან ცოცხალი არ თურე ვარ. უღონიოდ მოვკვე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის. შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე და მაშინ გწადდეს იხარებდი. გწადდეს ჭმუნვა გაიდიდე.

1049. აწ რაცა გკადრე ამისთვის. ნუ თუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდი და არ ვიცი. თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა. არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი და არ ვიცი ღ~თი რას მიზამს. ანუ ცა მიწყივ მბუნავი.

1050. მან უბრძანა აღარ გაწყენ. არცა სიტყვა გაგიმეტდე არ მამისმენ რა ზომიცა. საუბარ მიდიადდეს თუ არ მოგყვეს სიყვარული. შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს და ბოლოდ ყოვლნი დამალული. საქმე ადრე გამოცხადდეს.