..., 1860 წ.

1051. არ დაიჯერო მაშინ სცან. ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორეა. გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ. მრჯიდეს რაზომცა გინდა ხელობა და უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა. რა დია დღეთა გრძელობა.

1052. საუბარი გარდასწყვიტეს. დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს. თითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცნენ აატირეს. გული კვლავცა ანატირი და ხვალ გაყრისა გონებამან. სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

1053. ლექსთა მკითხველო თქვენიმცა. თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ. თუ გული გულსა ელია ვაი მოშორვება მოყვრისა. და კაცისა გაყრა ძნელია და ვინცა არ იცის არ ესმის. ესე დღე როგორ ძნელია.

1054. დილა გათენდა შესხდეს და. მას ქალსა გაესალამეს ტარიელ ასმათ ავთანდილ. თვალთაგან ცრემლი ალამეს სამთავე ღაწვთა ალამნი. არღავნის თერად ალამეს და მათ ლომთა მიწყივ მჴეც ქმნილთა. თავი მჴეცთა ალამეს.

1055. ქვაბნი ჩავლეს და წავიდნენ. ძახილითა ცრემლთა მდენანი ასმათ სტირს მოთქვამს ჱე ლომო. ვისნი ვით მოგთქვამს ენანი მზემან დაგწვი და დაგვდაგე. ცისა მნათობი ზენარი და ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი. ვაი სიცოცხლისა თმენანი.

1056. მათ ყმათა მუნით წასულთა. იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდნენ მუნ დადგნენ. არ ჴმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამე. კვლავ ცეცხლი გაიზიარეს და ერთმანეთისა შორს ყოფნა. იტირეს იმ გლოვარეს.

1057. ტარიელ ეტყვის ავთანდილ. რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორვე შენ ფრიდონ. მამცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი. ღონე მის მზისა მშვენისა და აწ მე მუნ მივალ მასწავლე. გზა ძმად ფიცისა შენისა.

1058. ავთანდილ სიტყვით ასწავლის. მხარსა ფრიდონის გზისასა მას გააგონა რაც ოდენ. შეეძლო თქმას ჴმისასა აღმოსავლეთკენ წადიო. პირსა იარე ზღვისასა და თუ ნახე ჩემი უამბე. ამბავსა გკითხავ ძმისასა.

1059. თხა მოკლეს და ამი თრიეს. ცეცხლი შექნეს ზღვის პირსა სვეს დაჭამეს რაცა ჭამა. შეფერობდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნენ. ერთგან მიწვნენ ხეთა ძირსა და ვგმობ მუხთალსა საწუთროსა. ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა.

1060. ცისკრად ადგეს გასაყრელად. ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარი. დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალი. ცრემლი ველთა მოადინეს და დიდ ხან იდგნენ შეჭდობილნი. მკერდი მკერდსა შეარკინეს.

1061. გაიყარნეს ტირილითა. პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი დაღმა. უგზოთ მივლენ შამბთა ეგით ვირემ უჩნდა ერთმანერთი. უძახდიან პირის გღრეჯით და იგი ნახეს დაღრეჯილი. მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით.

ავთანდილისაგან ფრიდონისას წასვლა.

1062. ვაი სოფელო რაშიგან ხარ. რას გვაბრუნებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი. ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა. სად აღუფხვრი სადმე ძირსა და მაგრამ ღ~თი არ გასწირავს. კაცსა შენგან განაწირსა.

1063. ავთანდილ მისი გაყრილი. ტირს ჴმა უწვდების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა. კვლავცა მდენია კვლავცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია. ვით მაშინ შეყრა ცათამდის და კაცი არ ყველა სწორია. დიდი ძეს კაცით კაცამდის.

1064. იტყვის თუ ჩემი ჴელ ქმნილი. მაღლა მზედაცა ცადარი ვის პირი მსგავსი ვარდისა. შექმენ და შეცადარი უმისოდ სულ დგმულობასა. გულო ვით შეეცადარი და ვაი სიცოცხლის სოფელმან. არ ოდეს არ დამცადარი.

1065. იგლოვს მზესა გზა გზა მოსთქვამს. ჭირს თავსა მლევს ლხინის ფასად გულსა ეტყვის მომაშორვე. გაგიპარავს შენა წესად გარჯისათვის აგრე თქმულა. მიხვდებისო ერთი ასად და ჭირი ჩემი ვამსუბუქო. მოიკიდავს უმძიმესად.

1066. ველს მაშინ მჴეცი ძღებოდა. ცრემლითა მონატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა. იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლავ თინათინის გონება. ავსებდის უფრო ჭირითა და ბაგეთა ვარდი ანათებს. ბროლი ძოწისა ძირითა.

1067. ვარდი ჭკნებოდეს ზვრებოდეს. ალვისა ხე ირხეოდესა ბროლი და ლალი გათლილი. ლაჟვარდად გარდიქცეოდესა გამაგრებოდა სიკვდილსა. ამისთვის არ იმჴნეოდა და იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს. რადგან დაგაგდე მზეოდა .

1068. მის ერთისა მოშორვება. მზე ზამთრისა გაგვიცივებვს მე გლახ ორი დამიყრია. გული ამად რად არივნებს მაგრამ კლდესა არა შესწონს. არა ოდეს არ ატკივებს და წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს. გაჰკვეთს ანუ გაამსივნებს.

1069. მზესა ეტყვის მზეო გხედავ. თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავ და იგი შენ გგავს. თქვენ ანათობთ მთათ და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი. ამად გჭვრედ არ ნამცდარად და მაგრამ ჩემი რად დაგაგდე. გული ცივად გაუმთბარად.