..., 1860 წ.

993. სიყვარულმან საყვარელი. ვით არ ნახოს ვით გასწიროს მისკენ მივალ მხიარული. მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგები მამეგებოს. ამიტირდეს ამატიროს და კითხე ასთა ქენ გულისა. რა გინდ ვინმე გივეზიროს.

994. მართ გარდაწყვეტით იცოდე. გეტყვი მართალსა პირასა სიკვდილი მახლავს დამეხსენ. ხანსაღა დავყოფ მცირასა რომ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ. რომ დავრჩე ჴელსა მხდირასა და შლია ჩემი კავშირი. შერთვიან სულთა სირასა.

995. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის. არცა მცალს სმენად მაგისად სიკუდილი მახლავს ხელ ქმნილსა. სიცოცხლე არის წამისად აწ გამრიამდა სიცოცხლე. მეტად ყოვლისა ჟამისად და მუნ მეცა მივალ ცრემლისა. მიწად სად გამდის ლამისად.

996. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი. ხელი ვინი იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ხამს. თუმცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ. იყოს დაიწყებს ჭკნობასა და მაწყენ დამეხსენ არა მცალს. არცაღა ვახლავ თმობასა.

997. კვლავ ეუბნების ავთანდილ. სიტყვითა მრავალ ფერითა იტყვის რა მკადრე გერგების. საქმითა რა ოხერითა ნუ იქ არა სჯობს საქმითა. ნუ ხარ თავისა მტერითა და ვერ წაიყვანა ვერა ქნა. სიტყვითა ვერა ვერითა.

998. მერმე უთხრა აჰა რადგან. არ მამისმენ არას არა აღარ გაწყენს ენა ჩემი. აქამდისაც ცუდად მცდარა თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე. ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა და ერთსა რასმე გეაჯები. მიყავ ცრემლი ამდუღარა.

999. სად ინდონი ბროლ ვარდსა. სარვენ გიშრითა სარითა მას მოვეშორვენ წამოველ. სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან. მშობლურებ საუბარითა და შენ არ შემიყრი გამიყრი. აწ ჩემი ლხინი ვთქვა ვითა.

1000. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა. ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი. გნახო ჩემი სულთა მდგმელი ნუ თუ მაშინ მოვიქარვო. სევდა ესე აწინდელი და მე წავალ და შენ დაგაგდებ. იქნას შენი საწადელი.

1001. ეხვეწებოდა შეჯეო. აჯას ხვეწნითა არებდა იცოდა რომე შეჯდომა. კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა. გიშერსა დაიკარვებდა და იმორჩილა იამა. არ ივაგლახა არ ვებდა.

1002. ცხადად უთხრა შევჯდებიო. მოიყვანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარა შესვა. არ სიჩქარით ააქშინა მინდორითკენ წაიყვანა. ტანი მჭევრი აძვრევინა და ხანი წავლეს სიარულმან. მოჯობება დააჩინა.

1003. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა მისთვის სძვრიდა სასაუბროდ. მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყმობდა. მსმენელისა ყურთა ბერთა და მოაშორვა კაეშანი. დათმობაი შეაერთა.

1004. რა შეატყო მოჯობნება. მან სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი. სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან. უცნობოთა ოხრა ახმან და ცნობიერი სიტყვა უთხრა. უცნობოსა რასმე მძრახმან.

1005. შერასმე ყვეს საუბარსა. სიტყვა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ. გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული. შენ გაჩნია ვისგან წყლული და როგორ გიყვარს როგორ გიღირს. თქვი დავიღო მერმე სული.

1006. მან უთხრა სახე რა გითხრა. მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე. ჩემი მამცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა. წყლისა მიწისა და ხისა და არ სასმენლისა მოსმენა. არას უმჟავესი წმახისა.

1007. ავთანდილ უთხრა ვლამოდი. მართლ მაგისისა თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა. მკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა. მაგა სამხრისა ლევასა და ამად არ გიქებ საქმესა. უარესისა რჩევასა.

1008. სამხრე გაბია ოქროსი. ოქრო მჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო. არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი. ნახე მათალი ბრჭობილი და პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი. მერმე თვით შენი დობილი.

1009. თქვენს შუა ქმნელი საქმისა. შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური. შენგან ღირს ქმნილი ხმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი. მისთვის მიხდილი ცნობისა და გლახ დაგიგდია არ ნახავ. შაბაშ მართლისა ბრჭობისა.

1010. მან უბრძანა უმართლე ხარ. რაცა გითქვამს მეტის მეტად საბრალოა ასმათ მისად. მგონებლად და ჩემად ჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა. შენ მამესწარ ცეცხლთა ხვრეტად და რადგან დავრჩი ხვალე ვნახოთ. თუმცა მე ვარ ჯერეთრეტად.

1011. დამორჩილდა გაემართეს. ავთანდილ და ამილბარი ვერ მიქია ქება მათი. ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი. ბაგე ვარდი ნაპობარი და გველსა ხვრელით ამოიყვანს. ენა ტკბილათ მოუბარი.

1012. ამას ეტყოდა შენთვის დავდებ. გონებასა სულსა გულსა მაგრამ შენცა ნუ აგრე ხარ. ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულება. თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა და არ იხმარებ რას ხელსა ყრი. საუნჯესა დაფარულსა.