..., 1860 წ.

935. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს. მერმე დადუმდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ. მარტოა თუმცა ყმიანად მოვიდა მონა შერმადი. მოშიშრად სირცხვილიანად და ანდერძი ჰკადრა ატირდა. სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

936. მოახსენა საწოლს ვპოვე. ესე მისგან დაწერილი დგეს მონები ნატირები. დაეგლიჯათ თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა. ყმა არ ახლავს არცა ბერი და მე თუ მამკლავთ მემართლებით. სიცოცხლე მჭირს შეუფერი.

937. რა ანდერძი წაიკითხეს. კვლავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა. ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცვინოთ დავრდომილთა. ობოლი და ქვრივნი სხვანი და შევეხვეწნეთ მშვიდობისა. ნუ თუ მისცეს ღ~თნ გზანი.

წასვლა ავთანდილისაგან. გაპარვით, მეორედ ტარიელის შეყრა.

938. მთვარე მზესა მოეშორვის მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს. გაეყრების ვერ იახლებს მაგრამ ვარდსა უმზეობა. გაახმობს და ფერსა აკლებს და ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა. ჭირსა ძნელსა გაგვიახლებს.

939. აწღა დავიწყებ ამბავსა. მის ყმისა წამავლობასა მივა მიტირს გულ მდუღრად. ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამ წამ მობრუნდის იაჯის. მისთვის მზისავე მზობასა და უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნეს. თუ მოხსნის მიხდის ცნობასა.

940. რა მიეახლის დაბნედად. ვერ ჴელ ყვის გაძრვად ენისად მაგრამ სდის ცრემლი თვალთაგან. მსგავსად წყაროსა დედისად ზოგჯერ დაბრუნდის იაჯდის. ღონედ პატიჟთა თმენისად და რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენისად.

941. თქვა ჩემი შენი შორს მყოფნა. კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება. გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა. შენივე სწადდა დაუნდეს და სჯობს საყვარელსა მოყვარე. რაზომცა დაუზაბუმდეს.

942. მე რა ვქნა შენდა შეყრამდის. ანუ რას ვეჭვდე (2)წყენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა. შენგან ვეჭვდე (1)ლხენასა მაგრამ შენ გაწყენ ჩემისა. არ სიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცეთ ცოცხალმან. ღაწვი ცრემლისა დენასა

943. ტირს იტყვის დადვა კეშანი. ჩემთვის ლახვარმან ათმანო ინდოთა რაზმი ჩემად ვკლად. თქვი ესე ტევრი ვთხზნა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს. სათმან რად მამკლა სათმანო და ბაგე კბილო და თუალ წარბო. მამცემდი პატიჟთა თმანო.

944. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად. გთქვან მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა. მის უჟამოსა ჟამისაად ვის გმორჩილებენ ყოველნი. ერთი იოტის წამისად და ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე. შეყრამდის ჩემად დამისად.

945. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან. ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვე ქმნილსა. ჯაჭვნი მაბია რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან. სათნი დავკარგენ მინანი და მაშინ ვერ გასძელ სიახლე. აწ სიშორესა ვინანი.

946. ამას მოთსქმიდის იწოდის. ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში. ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა. ამოსვლ იამებოდის და მას ავსგავსებდის ილხენდის. უჭვრეტდის ეუბნებოდის.

947. მთვარესა ეტყვის იფიცე. სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა. მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა. მოთმინებისა თმენისა და მიაჯე შეყრა პირისა. შენ გამო შენგან მშვენისა.

948. ღამე ალხენდის დღე სჯიდის. ელის ჩასვლასა მზისასა- რა წყალი ნახის გარდახდის. უჭვრეტის ტევრსა წყლისასა მასთანა რთვიდის ნაკადსა. სისხლისა ცრემლსა ტბისასა და კვლავ გაემართის ისწრაფდის. წასვლასა მისვე გზისასა.

949. მარტო მოსთქმიდის ტიროდის. ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა. ადგილი დახვდის კლდიანი შესწვის და ჭამის წავიდის. პირ მზე გულმარიხიანი და იტყვის დავყარე ვარდნი. და აჰა მუნ ვაგლახიანი.

950. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა. მე მის ხმისა ნაუბარსა მიუბრუნდის რას მოსთქმიდის. რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თვალი გაუწითლდის. ვარდსაბრჭყალით ნახოკსა და ქვაბი ნახა გაეხარდა. ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

951. რა ასმათმან დაინახა. მოეგება ცრემლი სწვთების (მართ ვეღარას ვერ მიხვდების) ვით იამა სიხარულსა. მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია. აკოცებს და ეუბნების და კაცი კაცსა მოელოდეს. მისვლა უცხო იამების.

952. ყმა ეტყვის ქალსა პატრონი. ნეტარ სადარი დავითა ქალი ატირდა ცრემლითა. ზღვათაცა შესართავითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა. ქვაბს ყოფნა მოსჭირდა ვითა და აწ მისი არა არ ვიცი. არ ნახვით არ ამბავითა.

953. ყმა დაჭმუნდა ვითარც რომე. კრეს ლახვარი გულთა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო. ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გასტეხა. არ ვეცრუვე ვით მეცრუვა და ვერ იქმოდა რად მიქადა. თუ მიქადა რად მიტყუა.