..., 1860 წ.

878. თუმცა მისი არ გაწირვა. ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე. ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი. ტირს და სულთქვამს ვაებს უობს და ლხინსა არას არ იამებს. კრთების კუშტობს ქუშობს უშობს.

879. ოდეს ბრძენთა გავიგონით. გონებითა მთით და გორით მიჯნური და სამიჯნურო. ერთმანერთსა შევასწორით ერთათ ვსთქვენით გაუყრელად. მათი არა გავაორით და მოყვარესა მოყვრისაგან. მოგონება უნდა შორით.

880. სამი არის მოყვრისაგან. მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა. სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური. ჩუქებისა არ მოწყენა და გავლენა და მოხმარება. მისად რგებად ველთა რბენა.

881. ვან გამისრულა ყოველი. ესე წესი და რიგები აწ ჩემგან მართებს მუქა ფა. გულო ჭირამცა მიგები თუ ვერა ვარგო მის თანა. მეცა აწ სადმე ვეგები და ხარ რაზომ ფერი სოფელო. არ ვისგან არ შეიგები.

882. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა. ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი. ამა გულისა ხელისა რასაცა გვედრებ ისმენდი. ვირემ დრო გქონდეს ხლებისა და შენ გაამაგრე დაჭირვა. ჩემისა ნასწავლებისა.

883. აწ მეფეთა სამსახურად. პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებობა. შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე. სპათა ჩემთა ეთავადე და სამსახური რაცა გექნა. კვლავ გავლენა გააკვლადე.

884. მტერთა ჩემთა ენაცვალე. ძალი ნურა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს. ორგულიცა შენი კვდების შემოვიქცე შენი ჩემგან. ვალი კარგად გარდიხდების და პატრონისა სამსახური. არა ოდეს არ წახდების.

885. ესე ესმა ცრემლი ცხელი. შერმადინსაც თვალთა სდიდი მოახსენა მარტოობით. ჭირსა რადმცა შეუშინდი მაგრა რა ვქნა უშენოსა. დამეცე გულსა ბინდი და წამიტანე სამსახურად. მოგეხმარო რაცა გინდი.

886. ვისა ასმია მარტოსაგან. ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა. ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებე. რა ვიქნები აქა ფლიდი და ყმამან უთხრა ვერ წაგიტან. რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.

887. შენგან ჩემი სიყვარული. ვითამც არა დამეჯერა მაგრამ საქმე არ მოხდების. ჟამი ასე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი. შენგან კიდე ვინ მეფერა და გული დადევ დაიჯერე. ვერ წაგიყვან ვერად ვერა.

888. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ. ხელი მინდორთა მარებად არ მარტო უნდა გაჭრილი. ცრემლი სისხლისა ფერებად გაჭრა ჴელია მიჯნურთა. რად სცალს თავისა ბერებად და ასეა ესე სოფელი. შეშჯერდე კვლავ შეჯერებად.

889. რა მოგშორდე მახსენებდე. სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა. თავი სრულად მამიმონდეს ხამს მამაცი გაგულოვნდეს. ჭირსა შიგან არ დაღონდეს და მძულს რა კაცსა სააუგო. საქმე არა არ შესწორდეს.

890. მე იგი ვარ ვინ სოფელსა. არა მოკრფეს კიტრსა ბერად ვის სიკვდილი მოყვრისათვის. თამაშად მჩანს მერმე მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე. გაუშვივარ დავდეგ მე რად და ვსთმობ მას თუ სახლსა ჩემსა. ვეღარ დავსთმობ მისთვის ვერად.

891. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ. როსტენს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს. ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ. სატანისგან ნუ იქ ქნილსა და ამა ზედან იტირებდი. დაიდებდი თვალთა მილსა.

ანდერძი ავთანდილისაგან როსტევან მეფის წინაშე.

892. დაჯდა წერად ანდერძისა. საბრალოსა საუბრისად ჱე მეფეო გავიპარე. ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად. ჩემთა ცეცეხლთა მამდებლისად და შემინდევ და წამატანე. მოწყალება ღმრთაებისად.

893. ვიცი ბოლოს არ დამიგმობ. ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ ვერ გასწირავს. მოყვარულსა მოყვარესა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ. პლატონისგან მოყვარულსა და სიცრუვე და ორ პირობა. ავნებს ჴორცსა და მერმე სულსა.

894. რადგან თავი სიცრუვეა. ყოვლისა უბედობისა მე რად გავსწირო მოყვარე. ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს. ფილოსოფოსთა ბრძნობისა და მით ვისწავლებით მოგვეცეს. შერთვა ზეცისა წყობისა.

895. წამიკითხავ სიყვარულსა. მოციქულნი რაგორ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ. სცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აღვამაღლებს. ვით ეჟვანი ამას ჟღერენ და შენ არ ჯერ ხარ უსწავლელნი. კაცი შევაჯერენ.

896. ვინ დამბადა შეძლებაცა. მანვე მამცა ძლევა მტერთად ვის აქვს ძალი უხილავი. შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვის საზღვრავი დაუსაზღვრავს. ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად და იგი გახდის წამის ყოფით. ერთსა ასად ასსა ერთად.