... (H-740), XVIII ს.

823. გამოზიდნეს: იგი: ნავი: გამოიღეს: ბაღსა: წინა: მიიხედნეს: მოიხედნეს: ვინ: გვიჭურეტსო: სადა: ვინა: ვერა: ნახეს: სულიერი: ვერცა: რამან: შეაშინა: მე: იდუმალ: ვიხედვიდი: სულღებული: ვიყავ: შინა:

824. მით: ნავიდაღმა: მათ: რომე: გარდმოსვეს: კიდობანითა: აჰჴადეს: ქალი: გარდმოჴდა: უცხოთა: რათმე: ტანითა: თავსა: რიდითა: შავითა: ქუეშეთ: მოსილი: მწვანითა: მზესა: სიტურფედ: ეყოფის: იყო: მისითა: გვანითა:

825. რა: მობრუნდა: ქალი: ჩემკე: შემოადგეს: სხივნი: კლდესა: ღაწუთა: მისთა: ელვარება: ელვარებდა: უფრო: მზესა: დავიხუჭენ: თვალნი: ყოლა: ვერ: მივაგენ: ვითა: მზესა: უკმოვიჴარჩ: კარი: ჩემგან: მათი: ჭურეტა: ვერა: ცნესა:

826. მოვიჴმენ: ოთხნი: მონანი: ჩემსა: წინაშე: მდგომელნი: უჩვენე: ხედავთ: ჰინდოთა: ტყუედ: ჰყუანან: შუქნი: რომელნი: ჩაეპარენით: ჩაედით: წყნარად: ნუ: ჩქარად: მხლტომელნი: მოგყიდონ: ფასი: მიეცით: რისაცა: იყონ: მდომელნი:

827. თუ: არ: მოგცენ: ნუღარ: მისცემთ: წაგუარეთ: და: დაჴოცენით: მოიყუანეთ: ისი: მთვარე: ქენით: კარგათ: ეცადენით: ჩემნი: ყმანი: ზედა: დაღმა: ჩაეპარნეს: ვითა: ფრენით: დაევაჭრნეს: არ: მოჰყიდეს: შავნი: ვნახენ: მეტად: წყენით:

828. მე: სარკუმელთა: გარდავადეგ: რა: შევიგენ: არ: მოჰყიდეს: შევუზახენ: დაჴოცენით: დაიპყრნეს: და: თავსა: სჭრიდეს: იგი: ზღვასა: შეასრივნეს: შემოადგეს: ქალსა: სცვიდეს: ჩავეგებე: გამოვგვარე: ზღვის: პირს: ხანსა: არ: დაზმიდეს:

829. რა: გიამბო: ქება: მისი: რა: სიტურფე: რა: ნაზობა: ვფიცავ: რომე: იგი: მზეა: არა: მართებს: მზესა: მზობა: ვინ: გაიცდის: შუქთა: მისთა: ვინმცა: ვით: ქნას: ნახაზობა: მე: თუ: დამწვავს: აჰა: მზა: ვარ: აღარ: უნდა: ამას: მზობა:

830. ესე: სიტყუა: დაასრულა: ფატმან: იკრა: პირსა: ჴელნი: ავთანდილსცა: აეტირნეს: გარდმოყარნა: ცრემლი: ცხელნი: ერთმანერთი: დაავიწყდეს: მისთვის: გაჴდეს: ვითა: ხელნი: ღვარმან: ზედათ: მოდენილმან: გააწყალნა: ფიფქნი: თხელნი:

831. მოიტირეს: ყმამან: უთხრა: ნუღარ: გასწყუეტ: გაასრულე: ფატმან: იტყუის: მივეგებე: გული: მისთვის: ვაერთგულე: გარდუკოცნე: ყოვლი: ასო: თავი: ამად: მოვაძულე: ზედა: დავსვი: ტახტსა: ჩემსა: შევეკუეთე: გავესულე:

832. ვჰკადრე: მითხარ: ვინ: ხარ: მზეო: ანუ: შვილი: ვისთა: ტომთა: ამა: ზანგთა: სით: მოჰყუანდი: შენ: პატრონი: ცისა: ჴომთა: მან: პასუხი: არა: მითხრა: მე: სიტყუათა: ესე: ზომთა: ას: ნაკეცი: წყარო: ვნახე: ცრემლთა: მისთა: მონაწთომთა:

833. რა: მივაჭირვე: კითხვითა: მეტითა: საუბარითა: გულ: ამოჴინჩვით: ატირდა: მით: რამე: ჴმითა: წყნარითა: ბროლ: ლალსა: ღვარი: ნარგისთა: მოსდის: გიშრითა: ღარითა: მისი: მჭურეტელი: დავიწვი: გავჴე: გულითა: მკუდარითა:

834. მითხრა: შენ: ჩემთვის: დედაო: ხარ: უმჯობესი: დედისა: რას: აქნევ: ჩემსა: ამბავსა: ზღაპარი: არის: ყბედისა: ღარიბი: ვინმე: შემსწრობი: ვარ: უბედოსა: ბედისა: თუ: რაცა: მკითხო: ძალიმცა: გიგმია: არსთა: მხედისა:

835. ვთქუი: უჟამოდ: არ: წესია: მოყუანა: და: მზისა: ჴმობა: მომყუანელი: გაშმაგდების: და: წაუვა: ერთობ: ცნობა: ჴმობა: უნდა: ჟამიერად: სააჯოსა: ყოვლსა: თხრობა: რად: არ: ვიცი: ამა: მზისა: საუბრისა: უჟამობა:

836. მოვიყუანე: იგი: პირ: მზე: ნაქები: და: ვერ: ვთქუი: უქი: სურვილმან: და: მზემან: მისმან: ძლივ: დავმალე: მისი: შუქი: ჩამოვბურე: მრავალ: კეცი: სტავრა: მძიმე: არ: სუბუქი: ცრემლსა: სეტყუს: და: ვარდსა: აზრობს: წამწამთაგან: მოქრის: ბუქი:

837. მოვიყუანე: შინა: ჩემსა: იგი: პირ: მზე: ტანით: ალვით: მოუკაზმე: სახლი: ერთი: შიგან: დავსვი: მეტად: მალვით: არვის: უთხარ: სულიერსა: შევინახე: ფარვით: კრძალვით: ერთი: ზანგი: ვამსახურე: მე: შევიდი: ვნახი: ხალვით:

838. ვით: გიამბო: საკუირველი: მე: გლახ: მისი: ყოფა: ქცევა: დღე: და: ღამე: გაუწყუეტლად: ტირილი: და: ცრემლთა: ფრქუევა: შევეხვეწი: დადუმდიო: წამ: ერთ: ჰქონდის: ჩემი: თნევა: აწ: უმისოდ: ვით: ცოცხალვარ: ჰაი: ჰაი: ჩემთვის: ვაგლახმევა:

839. შინა: შევიდი: მას: წინა: ედგის: ცრემლისა: გუბები: შიგან: სისხლისა: მორევსა: ეყარის: გიშრის: შუბები: მელნისა: ტბათათ: იღურების: სავსე: სათისა: რუები: შუა: ძოწსა: და: აყიყსა: [...]უირს: მარგალიტი: ტყუბები:

840. [...........................................]დაგ: ცრემლთა: ღურისაგან: თუმცა: მეკითხა: ვინა: ხარო: ეგრე: გასრული: რისაგან: მჩქეფრად: სისხლისა: ნაკადი: მოსდის: ალვისა: ხისაგან: მას: ჴორციელი: რა: გასძლებს: სხვა: კიდეგანი: ქვისაგან:

841. არად: უნდის: საბურავი: არცა: წოლა: საგებლითა: მიწყივ: იყუის: რიდითა: და: მით: ერთითა: ყაბაჩითა: მკლავი: მისი: სასთაულად: მიიდვის: და: მიწვის: მითა: ძლივ: ვაჭამი: ცოტა: რამე: ათასითა: შეხვეწითა:

842. სხვა: გიამბო: საკუირველი: რიდისა: და: ყაბაჩისა: ვარ: მნახავი: ყოვლისავე: უცხოსა: და: ძვირ: ფასისა: მაგრა: მისი: არა: ვიცი: ქნილი: იყო: რაგვარ: რისა: სილბო: ჰქონდა: ნაქსოვისა: და: სიმტკიცე: ნაჭედისა: