... (Q-609), XIX ს.

874. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი: მოვიდეს ერთგან რებულნი: სახედ ვამსგავსე მიჯნურთა: ცეცხლნი დამევსნეს დებულნი: შეიყარნეს და შეიბნეს: იბრძოდეს გამწარებულნი: ლომი სდევს ვეფხი მიურბის: იყუნეს არ ჩემგან ქებულნი:

875. პირველ ამოდ ილაღობეს: მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვით[ო] ტოტი ერთმანეთსა: ჰკრეს სიკუდილსა არ დარიდნეს: გამორიდა ვეფხმან გული: დედათამცა გამორიდნეს: ლომი მედგრად გაეკიდა: იგი ვერვინ დაამშვიდნეს:

876. ლომსა დაუგმე ნაქმარი: ვარქვი არა ხარ ცნობასა: შენ საყვარელსა რად აწყენ: ფუ მაგა მამაცობასა: ჴრმალ გამოწვდილი გაუჴე: მივეც ლახვართა სობასა: თავსა გარდავკარ მოცავჰკალ: დავხსენ სოფლისა თმობასა:

877. ხრმალი გავსტყორცე გარდვიჭერ: ვეფხი შევიპყარ ჴელითა: მის გამო კოცნა მამინდა: ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა: მიღრინვიდა და მაწყენდა: ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა: ვეღარ გაუძელ იგიცა: მოვკალ გულითა ხელითა:

878. რაზომსაცა ვამშვიდებდი: ვეფხი ვერა დავამშვიდე: გავგულისდი მოვიქნივე: ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე: მამეგონა ოდეს ჩემსა: საყვარელსა წავეკიდე: სული სრულად არ ამომჴდეს: რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე:

879. აჰა ძმაო მითხრობია: ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს: სულთა დგმაცა არა მართებს: ასრე გასლვა რას გიკვირდეს: სიცოცხლესა გავეყარე: სიკუდილიცა დამიძვირდეს: ესე სიტყვა დაასრულა: ყმამან სულთქნა აცატირდეს:

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქუაბს მისვლა და ასმათის ნახვა:

880. ავთანდილცა მასთანავე: ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა: უთხრა დასთმე ნუ მოჰკუდები: გულსა სრულად ნუ დასჭრი და: ღ~თი მაგას მოწყალეობს: თუცა ჭირმან არ გაგრიდა: თუმც უნდოდით გასაყრელად: პირველ ერთად არ შეგყრიდა:

881. სდევს მიჯნურსა ფათერაკი: საწუთროსა დაანაღვლებს: მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს: ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს: მიჯნურობა საჭიროა: მით სიკუდილსა მიგაახლებს: გასწავლულსა გააშმაგებს: უსწავლელსა გაასწავლებს:

882. იტირეს და გაემართნეს: ქუაბისაკენ თავნი არნეს: რა ასმათმან დაინახა: გაღანამცა გაეხარნეს: მოეგება მოტიროდა: ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს: აკოცეს და აცატირდეს: კულავ ცნობანი ააჩქარნეს:

883. ასმათ თქვა ღ~თო რომელი: არ ითქმი კაცთა ენითა: შენ ხარ სავსება ყოველთა: აღგვავსებ მზეებრ ფენითა: გაქო ვით გაქო რა გაქო: არ საქებელო სმენითა: დიდება შენდა არ მამკალ: ამათთვის ცრემლთა დენითა:

884. ტარიელ იტყვის ჰე დაო: მით ცრემლი აქა მდენია: საწურთო ნაცულად გვატირებს: რაც ოდენ გაგვიცინია: ძველი წესია სოფლისა: არ ახლად მოსასმინია: ვაჲი შენი ბრალი დავ თვარე: სიკვდილი ჩემი ლხინია:

885. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის: კაცი უშმაგო ცნობილი: მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს: რად ვარ ცრემლითა ლტობილი: უწყლობა ჰკლავს წყალი სდის: არ ოდეს არ გახმობილი: ვაჲი წახდა ვარდი პობილი: ვაი მარგალიტი წყობილი:

886. ავთანდილსაც მოეგონა: მისი მზე და საყუარელი: იტყვის ჩემო ვით ვეგები: მე უშენოდ სულთა მდგმელი: შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის: სიცოცხლია სანანელი: გითხრამცა ვით რა მჭირს: რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი:

887. ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მოშორდეს არ დავჭკნეო: ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების: რა ჩასვენდეს გორსა მზეო: გულო გიჯობს გაუმაგრდე: თავი სრულად გააკლდეო: ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი: სულთა სრულად ნუ დალეო:

888. სული დაიღეს დადუმდეს: ორთავე ცეცხლი სდებოდა: ასმათი შეყვა შევიდა: მათებრვე ცეცხლი გზნებოდა: დაუგო ტყავი ვეფხისა: რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა: ორნივე დასხდეს უბნობდეს: რაცა მათ იამებოდა:

889. მწვადი შეწვეს შეიქმნა: პურობა მგზავსი ჟამისა: მუნ უპურობა პურობა: არს სიდიადე ჯამისა: მას შეეხვეწნეს ჭამეო: ძალი არ ჰქონდა ჭამისა: დაცოხნის ლუკმა გასტყორცის: წონა ძლივ ჩანთქის დრამისა:

890. ამოა რომე კაცი კაცს: ამოსა ეუბნებოდეს: მან გაუგონოს რაცა თქუას: არ ცუდად წაუხდებოდეს: ცოტად ეგრეცა დაგვავსებს: ცეცხლი რაზომცა ზდებოდეს: დიდი ლხინია ჭირთა თქმა: თუ კაცსა მოუხდებოდეს:

891. მას ღამესა ერთგან იყუნეს: იგი ლომნი იგი გმირნი: იუბნეს და გააცხადეს: თავისთავის მათნი ჭირნი: რა გათენდა კულავ დაიწყეს: საუბარნი სიტყუა ხშირნი: ერთმანეთსა გაუგონეს: ფიცი პირველ დანაპირნი:

892. ტარიელ ეტყვის რად უნდა: სიტყვისა თქმა მრავალისა: რაცა შენ ჩემთვის გიქნია: ღ~თია მზღველი ვალისა: კმა ზენაარი ზენარად: არ ნაქმარია მთვრალისა: არ დავიწყება მოყურობა: მოყურისა წამავალისა: