... (Q-609), XIX ს.

835. ერთკენ უც ლომი მოკლული: და ჴრმალი სისხლ მოცხებული: კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო: მკუდარი ქუჱ დანარცხებული: მას წყაროსაებრ თვალთაგან: ცრემლი სდის გაფიცხებული: მუნ აგრე გულსა უნთებდა: ცეცხლი მცხინვარე ცხებული:

836. თვალთა ახმადცა ზარ ედვა: სრულად მიხდოდა ცნობასა: მიახლებოდა სიკუდილსა: მოშორვებოდა ნობასა: ყმა სახელდებით უყივის: ლამის სიტყვითა კრთობასა: ვეღარ ასმინა გარდიჭრა: ძმა გამოაჩენს ძმობასა:

837. ჴელითა ცრემლსა უწურავს: თვალთა ავლებდა საჴელსა: ახლოს უზის და უყივის: მართ სახელდობით სახელსა: ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს: შენთვის გაჭრილსა და ხელსა: მას არა დია შეესმის: რეტსა თვალ დაუფახველსა:

838. ესე ყველაჲ ასრეა: რაცა აწ ჩემგან თხრობილა: ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან: ცოტადრე მოაცნობილა: მაშინღა იცნა აკოცა: მოეჭდო მოეძმობილა: ვიმოწმებ ბედსა ცხოველსა: მათებრივ არვინ შობილა:

839. უთხრა ძმაო არ გიტყუვე: გიყავ რაცა შემოგფიცე: გნახე სულთა გაუყრელმან: ფიცი ასრე დავამტკიცე: აწ დამეხსენ სიკუდილამდის: ვიტირო და თავსა ვიცე: მაგრა გვედრებ დამარხვასა: მხეცთ საჭმელად არა მივიცე:

840. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ: შენ საქმესა რად იქ ავსა: ვის უქნია შენი მსგავსი: სხვათა კაცთა ნათესავსა: ვინ მიჯნური არ ყოფილა: ვის საჴმილი არა სწვავსა: რად სატანას წაუღიხარ: რად მოიკლავ ნებით თავსა:

841. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი: აპირებენ ამა პირსა: ჴამს მამაცი მამაცური: სჯობს რაზომცა ნელად ტირსა: ჭირსა შიგან გამაგრება: ისე უნდა ვით ქვიტკირსა: თ[ა]ვისისა ცნობისაგან: ჩავარდების კაცი ჭირსა:

842. ბრძენი ხარ და გამორჩევა: არა იცი ბრძენთა თქმულებ: მინდორს ტირ და მჴეცთა ახლავ: რას წადილსა აისრულებ: ვისთვის კუდები ვერ მიხუდები: თუ სოფელსა მოიმდურვებ: თავსა მრთელსა რად შეიკრავ: წყლულსა ახლად რად იწყლულებ:

843. ვინ არ ყოფილა მიჯნური: ვის არ სახმილნი სდებიან: ვის არ უნახვან პატიჟნი: ვისთვის ვინ არა ბნდებიან: მითხარ უსახო რა ქნილა: სულნი რად ამოგხდებიან: არ იცი ვარდნი უეკლოდ: არავის მოუკრებიან:

844. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა: რამან შეგქმნა ტანად პირად: მიკვირს რად ხარ ეკლიანი: პოვნა შენი რადგან ჭირად: მან თქუა ტკბილსა მწარე ჰპოვებს: სჯობს იქნების რაცა ძვირად: ოდეს ტურფა გაიეფდეს: არღარა ღირს არცა ჩირად:

845. რადგან ვარდი ამას იტყვის: უსულო და უასაკო: მაშა ლხინსა ვინ მოიმკის: პირველ ჭირთა უმუშაკო: უბოროტო ვის ასმია: რაცა კარგი საეშმაკო: რად ემდურვი საწუთროსა: რა უქნია უარაკო:

846. ისმინე ჩემი თხრობილი: შეჯე წავიდეთ ნებასა: ნუ მიყოლიხარ თავისა: თათბირსა გაგონებასა: რაცა არ გწადდეს იგი ქენ: ნუ სდევ წადილთა ნებასა: ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი: რად მეჭუ რასაცა თნებასა:

847. მან უთხრა ძმაო რა გითხრა: ძვრაცა არ ძალმიც ენისა: ძალი არა მაქუს ხელქმნილსა: შენთა სიტყვათა სმენისა: რად ადვილად გიჩნს მოთმენა: ჩემთა სასჯელთა თმენისა: აწ მივსწურვილვარ სიკუდილსა: დრო მომეახლა ლხენისა:

848. ამას მოკუდავი ვილოცავ: აროდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი: მუნამცა შევიყარენით: მუნ ერთმანერთი კულავ ვნახეთ: კულავ რამე გავიხარენით: მოი მოყვრეთა დამმარხეთ: მიწანი მომაყარენით:

849. საყვარელმან საყვარელი: ვით არ ნახოს ვით გაწიროს: მისკენ მივალ მხიარული: მერმე იგი ჩემ კერძ იროს: მივეგებვი მამეგებოს: ამიტირდეს ამატიროს: ჰკითხე ასთა ქენ გულისა: რა გინდ რა ვინ გივაზიროს:

850. მართ გარდაწყვეტით იცოდი: გეტყვი მართალსა პირასა: სიკუდილი მახლავს დამეხსენ: ხანსაღა დავყოფ მცირასა: არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ: რა დავრჩე ხელსა მხდი რასა: დამშლიან ჩემი კავშირნი: შევრთვიან სულთა სირასა:

851. რასთვის რას იტყვი არ მესმის: არცა მცალს სმენად მაგისად: სიკუდილი მახლავს ჴელქნილსა: სიცოცხლე არის წამისად: აწ გამიარმდა სიცოცხლე: მეტად ყოვლისა ჟამისად: მუნ მეცა მივალ ცრემლისა: მიწად სად გამდის ღამი სად:

852. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი: ხელი ვითა იქს ბრძნობასა: ეგ საუბარი მაშინ ჴამს: თუღა ვიყო ცნობასა: ვარდი ვერ არის უმზეოდ: იყოს დაიწყებს ჭკნობასა: მაწყენ დამეხსენ არა მცალს: არცაღა ვახლავ თმობასა:

853. კულავ ეუბნების ავთანდილ: სიტყვითა მრავალ ფერითა: ეტყვის რამ მოკუდე გერგების: სიტყვითა რა ოხერითა: ნუ იქ არა სჯობს საქმითა: ნუ ხარ თავისა მტერითა: ვერ წაიყვანა ვერა ქნა: სიტყვითა ვერა ვერითა:

854. მერმე უთხრა აჰა რადგან: არ მომისმენ არას არა: არას გაწყენს ენა ჩემი: აქამდისცა ცუდად მცდარა: თუ სიკუდილი გიჯობს მოკვე: ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა: ერთსა რასმე გიაჯები: მიყავ ცრემლი ამდუღარა: