... (Q-609), XIX ს.

855. სადა ინდონი ბროლ ვარდსა: სარვენ გიშრისა სარითა: მას მოვეშორვე წამოვე: სიჩქარით არ სიწყნარითა: ვერ დამიჭირა მეფემან: მშობლურად საუბარითა: შენ არ შემიყრი გამიყრი: აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა:

856. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა: ერთი მიყავ საწადელი: ერთხელ შეჯე ცხენოსანი: გნახო ჩემი სულთა მდგმელი: ნუთუ მაშინ მოვიქარვო: სევდა ესე აწინდელი: მე წავალ და შენ დაგაგდებ: იქნას შენი საწადელი:

857. ეხვეწებოდა შეჯეო: აჯას ხვეწნითა არვებდა: იცოდა რომე შეჯდომა: კაეშანს მოაქარვებდა: ლერწმისა სარსა დასდრეკდა: გიშერსა დააკარვებდა: დაიმორჩილა იამა: არ ივაგლახა არ ვებდა:

858. ცხადად უთხრა შევჯდებიო: მამიყვანე ცხენი წინა: მან მოგვარა წყნარად შესვა: არ სიჩქარით ააქშინა: მინდორთაკენ წაიყუანა: ტანი მჭევრი აძრვევინა: ხანი წავლეს სიარულმან: მოჯობება დააჩნინა:

859. შეაქცევს და ეუბნების: საუბართა შვენიერთა: მისთვის ძვრიდა სასაუბროდ: მათ ბაგეთა ძოწის ფერთა: მისი სმენა გააყმობდა: მსმენელისა ყურთა ბერთა: მოიშორვა კაეშანი: დათმობავე შეაერთა:

860. რა შეატყვა მოჯობება: მუნ სევდისა მუფარახმან: გაანათლა პირი ვარდი: სიხარულმან დაუსახმან: ცნობიერთა დასტაქარმან: უცნობოთა ოხრა ახმან: ცნობიერი სიტყუა უთხრა: უცნობოსა რასმე მძრახმან:

861. შერასმეყუეს საუბარსა: სიტყუა ჰკადრა არ მალული: ერთსა რასმე მოგახსენებ: გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული: შენ გაჩნია მისგან წყლული: რაგვარ გიყუარს როგორ გიღირს: თქვიჲ დავიღო მერმე სული:

862. მან უთხრა სახე რა გითხრა: მის უსახოსა სახისა: ესეა ჩემი სიცოცხლე: ჩემი მამცემი ახისა: მჯობი ყოვლისა სოფლისა: წყლისა მიწისა და ხისა: არ სასმენლისა მოსმენა: არს უმჟავესი წმახისა:

863. ავთანდილ უთხრა ვლამოდი: მართ მაგისავე თქმევასა: [.................................................................................] სჯობს ასმათისა არ ლევა: მაგა სამჴრისა ლევასა: ამად არ გიქებ საქმისა: უარესისა რჩევასა:

864. სამხრე გაბია ოქროსა: ოქრომჭედლისა დნობილი: უასაკო და უსულო: არ სიტყჳერი ცნობილი: აღარად გინდა ასმათი: ნახე მათალი ბრჭობილი: პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი: და მერმე შენი დობილი:

865. თქვენს შუა მქმნელი საქმისა: შენგან ნახმობი დობისა: თქვენი შემყრელი მსახური: შენგან ღირს ქნილი ცნობისა: მისი გამზრდელი გაზრდილი: მისთვის მიხდილი ცნობისა: გლახ დაგიგდია არ ნახავ: შაბაშ მართლისა ბრჭობისა:

866. მან უბრძანა რაცა გითქუამს: უმართლე ხარ მეტის მეტად: საბრალოა ასმათ მისად: მგონებლად და ჩემად მჭვრეტად: მე სიცოცხლე არ მეგონა: შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად: რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ: თუცავე ვარ ჯერცა რეტად:

867. დამორჩილდა გაემართნეს: ავთანდილ და ამილბარი: ვერ მიგია ქება მათი: ვერა ქება საქებარი: კბილნი ვითა მარგალიტი: ბაგე ვარდი ნაპობარი: გველსა ხურელით ამოიყვანს: ენა ტკბილად მოუბარი:

868. ამას ეტყვის შენთვის დავდებ: გონებასა სულსა გულსა: მაგრა შენცა ნუ ეგრე ხარ: ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა: არას გარგებს სწავლულობა: თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ რას ჴელსა ჰჴდი: საუნჯესა დაფარულსა:

869. არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე რა გერგების: არ თუ იცი უგანგებოდ: არათ კაცი არ მოკვდების: მზისა შუქთა მომლოდინე: ვარდი სამ დღე არ დაჭნების: ბედი ცდაა გამარჯვება: ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების:

870. მოახსენა ეგე სწავლა: ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს: გონიერსა მწურთელი უყვარს: უგუნურსა გულსა გმირდეს: მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო: მეტის მეტი რა მიმჭირდეს: შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი: არ მამართლო არ მიკჳრდეს:

871. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე: უგავს ამად აენთების: მაგრა წყალსა არსით ახლავს: თუ ჩავარდეს დაცაშრტების: რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს: სხვათათვისცა ეკარგების: თავიდაღმა რად არ იცი: გული ჩემი რაგვარ დნების:

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დახოცვისა:

872. რა წამეკიდა ყველაი: წურილად გიამბო ენითა: მერმეღა გაბრჭევ მართალი: მაგა გულითა ბრძენითა: შენ მოგელოდი მიმჭირდა: მოლოდინითა შენითა: ქუაბს ვეღარ გავსძელ მინდორად: მოვლა მამინდა ცხენითა:

873. იმა ქედსა გარდავადეგ: იგი შამბნი მამეარნეს: ერთი ლომი ერთი ვეფხი: შეკრბეს ერთად შეიყარნეს: გვანდეს რათმე მოყვარულთა: მათი ნახვა გამეხარნეს: მათ რა უყუეს ერთმანერთსა: გამიკვირდეს შემეზარნეს: