... (A-859), 1841 წ.

852. მო მთვარეო შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები. მზე გამავსებს მზევე გამლევს, ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები. მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები. მიდი უთხარ ნუ გამწირავ, მისი ვარ და მისთჳს ვჰკუდები:-

853. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი, შვიდნივე მემოწმებიან. მზე ოტარიდი მუშთარი, და ზოალ ჩემთჳს ბნდებიან. მთვარე ასპიროზ მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან. მას გააგონენ რანიცა, ცეცხლი უშენოდ მდებიან:-

854. აწ გულსა ეტყჳს ვითამცა, გდის ცრემლი არ გაგხმობია. რას გარგებს მოკულავ თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია. მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო სთმობია. მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია:-

855. თუ დავსთმეო ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყჳს თუსა. ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიძახი მიწყივ უსა. მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ გასწყუეტდის ცრემლთა რუსა. მისსა ჴმისა თანა ჴმაცა, ბულბულისა გვანდის ბუსა:-

856. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან. მისვე ჴმისა სიტკბოსაგან, წყლით ქვანიცა გამოსხდიან. ისმენდიან გაჰკვირდიან, რა ატირდის ატირდიან. იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან:-

857. მოვიდიან შესამკობლად, ქვეყნით ყოვლნი სულიერნი. ტყით ნადირნი წყალში თევზნი, ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი. ჰინდო არაბ საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი. რუსნი სპარსნი მოფრანგენი, და მისრეთით მეგვიპტელნი:-

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისულა

858. ყმა მტირალი სამოცდათ დღე, ზღჳსა პირსა მივა გზასა. შორით ჰნახა მენავენი, მოსდიოდეს შიგან ზღვასა. მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ, თქუჱნ ამისსა გნუკავ თქმასა. ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴმასა:-

859. მათ მოახსენეს ტურფაო, სახით და ანაგებითა. გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა. აქამდის მზღუარი თურქთაა, მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა. ჩვენცა ვისნი ვართ გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა:-

860. ნურადინ ფრიდონ მეფეა, ამა ქვეყნისა ჩვენისა. მოყმე მძლე უხჳ ძლიერი, ფიცხლად მომხტომი ცხენისა. ვნება არავის არ ძალ უძს, მის მზისა ოდნად მშვენისა. იგია ჩუჱნი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა ფენისა:-

861. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე. მე მეფესა თქუჱნსა ვეძებ, მასწავლეთ თუ სით წავიდე. რა ვიარო ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე. მენავეთა უწინამძღურეს, არ დააგდეს ზღჳსა კიდე:-

862. მოახსენეს ესე გზაა, მულღაზანზარს მიმავალი. მუნ დაგვხვდების მეფე ჩუჱნი, მშვილდ ფიცხელი მახვილ ჴმალი. აქადაღმე ათ დღე მიხვალ, ნაკვთად სარო ფერად ლალი. ვაი რად დაგვწვენ უცხოდ უცხომ, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი:-

863. ყმამან უთხრა მიკჳრს ძმანო, რად ხართ ჩემთჳს გულ მოკლულნი. ანუ ეგრე ვით გეკეთნეს, ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი. თქუჱნმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი. ჩუჱნნი მჭურეტნი დავაშვენით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი:-

864. იგი წავიდა დაჰბრუნდა, ყმა გზასა თავის წინასა. ვისი გავს ტანი საროსა, და ვისი გული რკინასა. მიაცურვებს და მიუბნობს, მოსთქუამს მისსავე ლხინასა. ნარგიზნი ჰქუხან ცრემლსა სწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა:-

865. ვინცა გზას ნახის უცხონი, მსახურებდიან ყმობდიან. მოვიდოდიან საჭურეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან. ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან. გზის ყალაოზი მისციან, ჰკითხის რა უამბობდიან:-

866. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა. მინდორს ნახა სპა ლაშქართა, და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა. ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა. ისვრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა:-

867. კაცი ემთხჳა მას ჰკითხა, ამბავი მის ლაშქარისა. უბრძანა ისი ვისია, ჴმა ზათქისა და ზარისა. მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა. იგი ნადირობს შეუკრავს, ნაპირი ველ შამბნარისა:-

868. მათ ლაშქართაკენ წავიდა, მით უსახოთა ქცევითა. გამხიარულდა შუჱნება, მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა. მისთა შემყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა. ნახოს მჭურეტელთა აახლებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა:-

869. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა, ორბი სითმე გარდმოჰფრინდა. ყმამან ცხენი შეუტევა, გაამაყდა არ შეშინდა. შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა. გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა არ აქშინდა:-

870. იგი რა ნახეს მესროლნი, სროლასა მოეშლებოდეს. ალყა დაშალეს მოვიდეს, მოეხვეოდეს ბნდებოდეს. იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს. ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო, ვერცა რას ეუბნებოდეს:-