... (W-27), XVII ს.

ამას მიჯნურთა და ხელ გაჭრილთა ეტლად იტყუიან

828. მოდი ეთერ მაგრე რა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა რგვერდზე ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა ვისმე ჩემებრსა დააგდებ გაჰჴდი ცნობითა შმაგითა

ამას მკურნალთა და გულ წყლულთა ეტლად იტყუიან

829. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი გულია აღარს ლხენითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

830. ოთარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკუეც გაწლობილსა ტანსაწურილსა ვითა თმასა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან

831. მო მთუარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვსხულდები ზოგჯერ ვწულდები მას უამბე სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავს მისი ვარ და მისთუის ვკვდები

832. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მარუხი და ზუჰულ ჩემთუის ბნდებიან მთვარე ეთერი მუშთარი მოვლენ და მოწმად მყუებიან მას გააგონე რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან

833. აწ გულსა ეტყუის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკულა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

834. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა ეტყუის თუსა ნუთუ მამხუდეს ნახვა მზისა ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიიმღერის ჴმასა ტკბილსა არ დასწყუეტდის ცრემლთა რუსა მისსა ჴმასა თანა ჴმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა

835. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მჴეცნი მოვიდიან მისვე ჴმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაჰკუირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ჴმათა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

აქა ავთანდილისა და ნურადინ ფრიდონის შეყრა ფრიდონისას მისულა

836. ყმა მტირალი სამოცათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ თქუენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან მორჩილობს ვისსა ჴმასა

837. მათ მოახსენეს ტურფაო სახითა და ნაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა აქამდის მზღვარი თურქთაა მომძღურე ფრიდონის ზღურებითა ჩუენცა გიანბობთ ვისნი ვართ თუ ჭურეტით არ დავბნდებითა

838. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქუეყნისა ჩუენისა მოყმე მჴნე უხვი მდაბალი ფიცხლად მამხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩუენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა მფენისა

839. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქუენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქუს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღვრეს არ დააგდეს გზამდის კიდე

840. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგუხუდების მეფე ჩუენი მშვილდფიცხელი მახვილ ჴმალი აქადაღმე მიმავალი ათ დღე მიხუალ ფერად ლალი ვაი რად დაგუწენ უცხოს უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

841. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი თუმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭურეტნი დავაშვენნით ჩვენგან სდიან მხიარულნი

842. ვინცა გზას ნახნის უცხონი მსახურებდიან ჰყმობდიან მოვიდოდიან საჭურეტლად მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშუება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაოზი მისციან ჰკითხის რა უამბობდიან